ავტორი:

"კარპატების მარადონა" - რუმინელი გეორგე ჰაჯი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცაცია ფეხბურთელია

"კარპატების მარადონა" - რუმინელი გეორგე ჰაჯი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცაცია ფეხბურთელია

1965 წლის 5 თებერვალს "კარპატების მარადონა", რუმინელი გეორგე ჰაჯი დაიბადა - უდიდესი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცაცია ფეხბურთელადაც შეიძლება დავასახელოთ.

გეორგე ჰაჯი ყოველთვის გამოზომილი და ორიგინალური გადაცემებით, მოედნის ფანტასტიკური ხედვით და გამთამაშებლის თვისებებით გამოირჩეოდა.

ჰაჯი მე-20 საუკუნის რუმინეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაშიც გასაკვირი, რა თქმა უნდა, არაფერი გახლდათ.

რუმინელმა ფეხბურთელმა კარიერა 1982-83 წლებში, მშობლიურ "ფარულში" დაიწყო. მონაწილეობა 18 მატჩში მიიღო და 7 გოლიც გაიტანა. შემდეგ მოდის "სპორტული", სადაც ფეხბურთელი 4 წლის განმავლობაში, 1983-87 წლებში გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ გეორგემ 108 მატჩში 58 გოლის გატანა მოახერხა.

შედარებით მოკრძალებული რუმინული კლუბებიდან 1987 წელს მშობლიური ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო გუნდში გადადის, სადაც გაიბრწყინებს კიდეც. ბუქარესტის "სტიაუაში" 3 წელი დაჰყო, სადაც მართლაც რომ ფანტასტიკური შედეგი დააფიქსირა. 1987 წლიდან 1990 წლამდე ჰაჯიმ მონაწილეობა 97 შეხვედრაში მიიღო და 76 გოლი გაიტანა. გეორგესთან ერთად გუნდი 3-ჯერ გახდა რუმინეთის ჩემპიონი, ამდენჯერვე - რუმინული თასის მფლობელიც. აღსანიშნავია, რომ უეფას სუპერთასი 1986 წელს "სტიაუამ" სწორედ ჰაჯისთან ერთად მოიგო.

1989 წელს "სტიაუამ" უკვე ისტორიაში მეორედ უეფას ჩემპიონთა თასის ფინალში გასვლა მოახერხა, ამჯერად უკვე რუმინელი სუპერვარსკვლავის ლიდერობით. პირველ შემთხვევაში იმარჯვეს, მეორეჯერ უკვე დამარცხდნენ წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო

დღის ფოტო კახეთიდან: მოსწავლე ონლაინ გაკვეთილზე ძროხების სადგომიდან ერთვება

ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმიები ოქროს ენით - რას უკავშირებენ მეცნიერები ფაქტს და კიდევ რა ინახებოდა უნიკალურ სამარხში

ილონ მასკის დედამ ანუკის კაბა მოირგო - რა ფოტოს აქვეყნებს მეი მასკი "ინსტაგრამზე"