ავტორი:

"ხელისუფლება დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვა, - ალეკო ელისაშვილი დანიშნონ ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან" - გია ხუხაშვილი

"ხელისუფლება დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვა, - ალეკო ელისაშვილი დანიშნონ ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან" - გია ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, ალეკო ელისაშვილს ფასადური მრავალპარტიულობის ყველა ატრიბუტი აკიდოს, მათ შორის საგამოძიებო კომისია.

როგორც ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება „აბსოლუტურ აბსურდშია შესული“ და ეს ყველაფერი „უხარისხო ფარსია“.

კითხვაზე, რატომ ამბობს ალეკო ელისაშვილი არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობაზე უარს, ხუხაშვილის აზრით, ელისაშვილი ხვდება, რომ უმცირესობაში დარჩება .

“ხელისუფლება ცდილობს მთლიანად მოახდინოს ექსპლუატირება ალეკო ელისაშვილის ფატქორის, მას აკიდოს ფასადური მრავალპარტიულობის ყველა ატრიბუტი, მათ შორის კომისიაც. საქმე ისაა, რომ ჩვენი კანონმდებლობით კომისიის მინიმუმ 50% ოპოზიცია უნდა იყოს. ერთი ელისაშვილი ჰყავს ხელისუფლებას და ამ კომისიის მეშვეობით უნდათ, ალიბი შეიქმნან, რომ არჩევნებზე ყველაფერი კარგად იყო. ამაში უნდათ ელისაშვილის გამოყენება. ვფიქრობ, მალე ისინი დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვლენ, რომ დანიშნონ ალეკო ელისაშვილი ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან. აბსოლუტურ აბსურდში არიან შესულები. შეუძლებელია, მთელი ინსტიტუციური წარმონაქმნი, რასაც ოპოზიცია ქვია და ყველა ეს ფუნქცია სახელმწიფო მმართველობით სისტემაში ერთ ადამიანს აკიდო. ეს უხარისხო ფარსია და მეტი არაფერი. ალეკო ელისაშვილს ესმის,რომ ყველა ვარიანტში უმცირესობაში დარჩება და მას შეეხოცება ხელი, ალბათ ამას ხვდება. ისედაც სერიოზული პოლიტიკური ზარალი მიიღო და კიდევ ახალი ტვირთის აღება არ უნდა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ “მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშვილს შეუძლია, საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იყოს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი, საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ “პატრიოტთა ალიანსი”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მიიღებს მის მუშაობაში მონაწილეობას.

"იცოდეთ, რომ თქვენთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა" - რაზე ესაუბრა გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს?

"მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე, რუსეთი დათანხმდა, საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში ჩაერთოს" - რას აცხადებს იუსტიციის მინისტრი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"