ავტორი:

რა უნდა მისცეს უნივერსიტეტმა სტუდენტს?

რა უნდა მისცეს უნივერსიტეტმა სტუდენტს?

რას ველით უმაღლესი სასწავლებლისგან?

რას ველით სტუდენტობის წლებისგან? აბიტურიენტები იმ მხიარულ და თავბრუდამხვევ სტუდენტურ ცხოვრებას, რის შესახებაც მათ მშობლები ან უფროსი მეგობრები უყვებიან; მშობლები კი - კარგ განათლებას და დასაქმების რეალურშანსებს. ამ ყველაფერს დღესდღეობით აბიტურიენტებს ბევრი უნივერსიტეტი სთავაზობს.

კიდევ რა სჭირდება სტუდენტს უნივერსიტეტისგან?

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამ მიზნებს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებით აღწევს. 4 წლის განმავლობაში ახალგაზრდები აქ არამხოლოდ პროფესიულ ცოდნას იძენენ, არამედ იმ უნარებსაც, რომელიც საჭიროა დასაქმებისთვის და, ზოგადად, თვითრეალიზაციისთვის. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, პრაქტიკოსი ლექტორები, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, აქტიური აკადემიური ცხოვრება, კონფერენციები, ფორუმები,სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები - ესაა ის, რაც ერთიანობაში სტუდენტებს არა მხოლოდ მომავალი სამსახურებისთვის, არამედ - ზოგადად, ცხოვრებისთვის ამზადებს.

"სწორედ ესაა ჩვენი პრიორიტეტიც: დავეხმაროთ სტუდენტებს როგორც ორგანიზებული ცოდნის მოპოვებაში, ისე ჯანსაღი ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავებაში, რომელიც მათ ცოდნას ძალად აქცევს და დაარწმუნებს, რომ საკუთარ თავში ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინო ახალ-ახალი წარმატებებისათვის ბრძოლის სურვილი“, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია.

აღსანიშნავია, რომ ამ მიზნებისთვის CIU-ში თეორიულ სწავლებასთან ერთად,განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრაქტიკულ კომპონენტსაც.

მზადება მომავალი სამსახურისთვის

როგორ უნდა მოემზადო ყველაზე უკეთ პირველი სამსახურისთვის? ამ კითხვაზე CIU-ში მარტივად პასუხობენ: სამუშაო გარემო უმაღლეს სასწავლებელშივე უნდა შეიქმნას. ამიტომაც, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამედიცინო ლაბორატორიები, სადაც მომავალი მედიკოსები პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან;

მულტიმედია ცენტრი, სადაცმომავალ ჟურნალისტებს თავად მიჰყავთ საინფორმაციო პროგრამები, აწყობენ თოქშოუებს, იღებენ და ამონტაჟებენ სიუჟეტებსა და ჩართვებს; საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტების კვლევებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის არსებული პოლიტიკური კვლევების ლაბორატორია, კავკასიისგეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია, აშშ-სა და კანადის შესწავლისინსტიტუტი “USACA“, საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ლაბორატორია; სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის განკუთვნილი იურიდიული კლინიკა და იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი, სადაც იურისტებს სწავლის პროცესშივე აქვთ შესაძლებლობა გაითავისონ მოსამართლის, პროკურორისა თუ ადვოკატის პოზიციები;

"ბიზნეს ინკუბატორი", რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებასა და შესაბამისი ბიზნეს მოდელების ჩამოყალიბებას; ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ საქართველოსა დამსოფლიოში პოპულარული და აქტუალური სასტუმროების მართვის პროგრამა “Opera“, რომელიც დანერგილია ევროპული სასტუმროების ბრენდების მიერ; ფინანსების პროგრამის სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს ფასიანი ქაღალდების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზის სკოლა, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ბირჟის ვირტუალურ სივრცეში; ბიზნესის ფაკულტეტზე ასევე ფუნქციონირებს მარკეტინგული კვლევების ლაბორატორია, რომლის მისიაა ჩაატაროს მარკეტინგული კვლევები საქართველოსა და მთელი კავკასიის ბაზარზე,იმისათვის რომ დაეხმაროს ადგილობრივ მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში.

პრაქტიკის კომპონენტი აქტიურია მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზეც. „ღვინო მიწიდან სუფრამდე“ კონცეფციით სტუდენტები 4 წლის განმავლობაში სწავლობენ ვაზების ჯიშებს; ვენახის დაგეგმვას, მოვლასა და მართვას (ამ მიმართულებისპრაქტიკული ნაწილისთვის სტუდენტებს უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორი კომპანიების ვენახებში მუშაობა შეუძლიათ); ლაბორატორიულ კვლევებსა და შემოწმებებს; ღვინის ხარისხის მართვას; საერთაშორისო ტენდენციებს; დეგუსტაციასდა პროცესში შემავალ თითოეულ მნიშვნელოვან სხვა კომპონენტს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტუდენტის ჯანსაღი ხედვის ჩამოყალიბებაში დიდ როლს სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესი თამაშობს. ამისთვის CIU-ში სპორტი პროფესიონალურ დონეზეა აყვანილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია უნივერსიტეტის გუნდები კალათბურთის, ფუტსალის და ფრენბურთის მიმართულებით.

საკალათბურთო გუნდი „კავკასია“ საქართველოს ჩემპიონატის „ა“ ლიგაში ასპარეზობს და სუპერ ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის. კსუ-ს ფუტსალის გუნდმა, გასული სეზონის შედეგების მიხედვით, რანგით უმაღლეს, ფუტსალის ლიგაში მოიპოვა ადგილი და მიმდინარე სეზონში უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის.

სწავლისა და სპორტის პარალელურად, უნივერსიტეტში აქტიურად მუშაობს კარიერული განვითარების სამსახური. განსაკუთრებით საბაკალავრო პროგრამის ბოლო წელს დეპარტამენტი აქტიურად არის ჩაბმული თითოეული სტუდენტისთვის დასაქმების ხელშეწყობაში.

ასე რომ, თუკი აბიტურიენტი ხარ და მზად ხარ ცხოვრებისგან ახალი გამოცდილებების და თავგადასავლების მისაღებად, მაშინ აუცილებლად აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 115 პირველ ნომრად; მიიღე სტიპენდია დალეპტოპი პირველივე სემესტრიდან, გაატარე საუკეთესო სტუდენტობის წლები,

ისწავლე პროფესიონალი პრაქტიკოსი ლექტორებისგან და დასაქმდი შენი პროფესიით!

R

გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა

"იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე..." - "ტვ პირველი" 24-ე საჯარო სკოლის დახურული ჯგუფიდან მიმოწერას ასაჯაროებს, დირექტორის კომენტარი

რა წესების დაცვა მოგიწევთ 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით მგზავრობისას - "თბილისის მიკროავტობუსი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს