ავტორი:

"რუსეთი თქვენს ძალისხმევას აფასებს..." - როგორ ულოცავს ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს დაბადების დღეს

"რუსეთი თქვენს ძალისხმევას აფასებს..." - როგორ ულოცავს ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს დაბადების დღეს

რუსეთი აფასებს თქვენს ძალისხმევას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებისა და ინტეგრაციის განვითარებისკენაა მიმართული, - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "პრეზიდენტის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის მიერ ანატოლი ბიბილოვისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტმა დე ფაქტო ლიდერს დაბადების დღე მიულოცა.

"გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა. რუსეთი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისკენ მომართულ თქვენს ძალისხმევას აფასებს. მჯერა, ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ თემებზე ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი და ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება,“- წერს რუსეთის პრეზიდენტი.

პუტინმა ბიბილოვს “ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და „სამხრეთ ოსეთის” ხალხის სასარგებლოდ სამთავრობო საქმიანობაში“ წარმატება უსურვა.