ავტორი:

"პარლამენტში არ შემიშვეს, როგორც ჟურნალისტი... თალაკვაძემდე მივიდა და არაო, უარიაო" - რას წერს მარიამ გეგუჩაძე "ფეისბუქზე"

"პარლამენტში არ შემიშვეს, როგორც ჟურნალისტი... თალაკვაძემდე მივიდა და არაო, უარიაო" - რას წერს მარიამ გეგუჩაძე "ფეისბუქზე"

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე, რომელიც ასევე ტელეწამყვანია და "მთავარ არხზე" ნოდარ რუხაძესთან ერთად გადაცემა მიჰყავს ამბობს, რომ პარლამენტში არ შეუშვეს.

როგორც გეგუჩაძე "ფეისბუქზე" წერს, მას საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, როგორც ჟურნალისტს ისე სურდა და არა - როგორც აქტივისტს. მისი ინფორმაციით, უარი პარლამენტის თავმჯდომარემ უთხრა.

"პარლამენტში არ შემიშვეს როგორც ჟურნალისტი. სამი დღე, სერიოზული ფიქრის შემდეგ ბოლოს ამბავი ა. თალაკვაძემდე ( Archil Talakvadze) მივიდა და არაო, უარიაო.

მარიამი აქტივისტია და აქ ვერ შემოვაო ჰო, მართლა, ფლეშმობს მოაწყობსო თქვეს. მე, ერთი კამერით. მთავარის ყველა ჟურნალისტს შემოვუშვებთ მაგის გარდაო.

ჩემი ფლეშმობის რომ ეშინია, ის პარლამენტია რუსთაველზე წარმოიდგინეთ, პარლამენტში შესულს მიკროფონიდან მანქი, ბაჯე, შოთა და ლექსო რომ მიხტებიან, კამერიდან ნოდა და თათუშა და თმიდან დანარჩენი სირცხვილია • Shame Movement ს წევრები ...." - წერს გეგუჩაძე.