ავტორი:

"ვირუსი ცდილობს დაუბრუნდეს გავრცელების ბუნებრივ პოტენციალს, თუ ამის შესაძლებლობას მივცემთ, 6-8 კვირაში ისევ ცეცხლივით მოედება ყველაფერს" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ვირუსი ცდილობს დაუბრუნდეს გავრცელების ბუნებრივ პოტენციალს, თუ ამის შესაძლებლობას მივცემთ, 6-8 კვირაში ისევ ცეცხლივით მოედება ყველაფერს" - ბიძინა კულუმბეგოვი

8 თებერვლიდან მთავრობამ შეზღუდვები შეამსუბუქა - მთელ საქართველოში ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა. საქალაქთაშორისო მიმოსვლა ისევ შეზღუდულია. 8 თებერვლიდანვე გაიხსნა ბაზრობებიც. გარდა ამისა, 15 თებერვლიდან საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა განახლდება, რესტორნები ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ, ოღონდ შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

რა რისკებთან არის დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა და როგორ უნდა გაართვას ქვეყანამ თავი მესამე ტალღას, ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა:

- ვირუსს თავისი ბუნებრივი გავრცელების პოტენციალი, რეპროდუქციული ინდექსი აქვს, რაც ამ ვირუსისთვის დაახლოებით 3,5%-ია და როცა ეს მაჩვენებელი ხელოვნურად ჩამოდის 1%-ზე ქვემოთ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეპიდემია ჩერდება. ახლა ჩვენ ამ ფაზაში ვართ. რეპროდუქციული მაჩვენებლის 1% პირბადის ტარებით არის განპირობებული, დანარჩენი კი დისტანციითა და სოციალური შეზღუდვებით.

ახლა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მხოლოდ პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვას ვიტოვებთ, რაც ძალიან მკაცრად თუ არ იქნა დაცული, ისევ მძიმე რეალობაში აღმოვჩნდებით, რადგან ვირუსი ცდილობს დაუბრუნდეს თავისი გავრცელების ბუნებრივ პოტენციალს და როგორც ამის შესაძლებლობას მივცემთ, მომდევნო 6-8 კვირის განმავლობაში ისევ ცეცხლივით მოედება ყველაფერს. ახლანდელი მაჩვენებლით პირბადის ტარება 70-72%-ია, თუ 90%-ზე ზემოთ არ ავიყვანეთ, ჩვენი რიხიანი საუბარი შეზღუდვების მოხსნაზე ისევ ჩაკეტვაზე ლაპარაკით შეიცვლება. ეს უკვე ნახა მთელმა მსოფლიომ. ძალიან დიდ რისკზე მივდივართ. ამიტომ აუცილებელია სავაჭრო სივრცეების გაკონტროლება, ბევრად მკაცრად კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სხვა თუ არაფერი, მგზავრები ფეხზე მაინც არ უნდა იდგნენ და ამისთვის ზომები მერიამ უნდა მიიღოს. თორემ მექანიკური გახსნის შემდეგ მექანიკურადვე მოგვიწევს დაკეტვა.

- ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა "ბრიტანული შტამიც", რომელიც ბევრად სწრაფად ვრცელდება. ამ საფრთხეს საქართველოშიც უნდა ველოდოთ?

- გარდა ბრიტანული და ბრაზილიური შტამისა, ყველაზე განსხვავებული და რთულია სამხრეთაფრიკული შტამი. "ბრიტანული შტამის" გენომური ზედამხედველობა ინგლისში აქტიურად ხდება. მას თუ არ ჩავთვლით, სხვა უფრო რთული შტამების თითო-ოროლა შემთხვევაც არის. თუმცა, თუ დავიცავთ პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის რეგულაციებს, სხვა შტამების შეკავებასაც შევძლებთ. როგორმე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვირუსი არსად წასულა. არ არის აუცილებელი რამდენიმე ათეული ადამიანი ერთად სადილობდეს, წვეულებები და ქეიფები გამართონ, თორემ გაზვიადების გარეშე ვამბობ - ქვეყანა დაიქცევა, რადგან დღეში 3 000 ინფიცირების შემთხვევაში ისევ ლოკდაუნი გამოცხადდება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ჩვენი პასუხისმგებლობა იმატებს. სხვა გამოსავალი არა გვაქვს. კარგი იქნებოდა, ისრაელივით მარტის ბოლოს მოსახლეობის 90% აცრილი გვყოლოდა, მაგრამ საკმარისი დოზის შემოტანის შესაძლებლობა არა გვაქვს. შესაძლოა მოსახლეობის 1% თავს იკავებს, მაგრამ არც 59%-ის ასაცრელი ვაქცინა არა გვაქვს. ამისთვის 3 მილიონი ვაქცინა მაინც გვჭირდება. ამიტომ წელს სრული ვაქცინაცია უნდა დავივიწყოთ და რეგულაციების მაქსიმალურად დაცვაზე ვიყოთ მობილიზებული.

რესტორნების ღია სივრცეების ამოქმედების შესახებ მსჯელობისას ბიზნესმენები ამბობენ, რომ ეს ბიზნესისთვის შვება იქნება, თუმცა აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე, რათა კიდევ ერთი ლოკდაუნი არ გამოცხადდეს, რაც ბიზნესსექტორისთვის დამანგრეველი იქნება. წაიკითხეთ სტატია სრულად

“ვიცით, რომ ნოემბერში გრიპის ვაქცინა გაუკეთებია და მაშინ გადასხმები დასჭირვებია - უნდა შეესწავლათ ჯანმრთელობის მდგომარეობა” - მეგი ბაქრაძის ბიძა

"ვისაც გაინტერესებთ, რატომ ვერ შევნიშნე მატარებელი და რატომ არ გავაჩერე მანქანა..." - რას წერს უმძიმეს ავარიაში მოყოლილი დეპუტატი კლინიკიდან გაწერის შემდეგ

"ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება" - აშშ-ის საელჩოს განცხადება ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე