ავტორი:

"სვანეთის უბანში გაზი აფეთქდა, არიან დაშავებულები" - ადგილობრივი შემთხვევის ამსახველ კადრებს აქვეყნებს

"სვანეთის უბანში გაზი აფეთქდა, არიან დაშავებულები" - ადგილობრივი შემთხვევის ამსახველ კადრებს აქვეყნებს

"სვანეთის უბანში გაზი აფეთქდა", - აღნიშნულ ინფორმაციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჯანო ჟვანია ავრცელებს.

"არიან დაშავებულები... საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა", - წერს ადგილობრივი და შემთხვევის ამსახველ კადრებსაც აქვეყნებს.

"მთავარის" ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ასპინძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, აალდა ბუნებრივი აირი. შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია, ჩაიმსხვრა შუშები და ორმა ადამიანმა მსუბუქი დამწვრობა მიიღო. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს სასწრაფო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მანქანამ ჯერ ქვეითი გაიტანა, შემდეგ მაღაზიის ვიტრინაში შევარდა

ავტობანზე 15 მანქანა დაიმტვრა - ფოტოები ავარიის ადგილიდან

"დაზიანდა 26 ავტომობილი, მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელსადენები" - დიდთოვლობის გამო, საგანგებო სამსახურში 140 შეტყობინება შევიდა