ავტორი:

ყველაზე აქტუალური და საინტერესო სასაჩუქრე იდეები ვალენტინობისთვის

ყველაზე აქტუალური და საინტერესო სასაჩუქრე იდეები ვალენტინობისთვის

სიყვარულის დღე ახლოვდება და სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო და ორიგინალური საჩუქრის შესარჩევად.

სხვადასხვა მაღაზია ვალენტინობის დღისთვის ფასდაკლებებს და აქციებს გვთავაზობს, რაც საკმაოდ მიმზიდველია, თუმცა საბოლოო ჯამში, ორიგინალური საჩუქრის შერჩევა მაინც სტრესულია ხოლმე.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომელიც 14 თებერვლამდე არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ:

  • წყვილის გასაფერადებელი პორტრეტი

როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, ვალენტინობის დღისთვის ამგვარი საჩუქარი დიდი პოპულარობით სარგებლობს. გასაფერადებელი პორტრეტის დამზადება მხოლოდ წყვილის ფოტოსურათის გამოყენებით არის შესაძლებელი.

რაც მთავარია, მისი გაფერადების პროცესი ძალიან სახალისო და სასიამოვნოა, თქვენ მიერ შექმნილი პორტრეტი კი სასიამოვნო მოგონებებს გაგახსენებთ.

  • ვალენტინობის დღის თემატიკაზე შექმნილი სამკაულები

რამდენად ბანალურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს იდეა "უკვდავია“, რადგან ქალებისთვის ყოველთვის სასურველ საჩუქრად რჩება. მამაკაცების შემთხვევაში კი უფრო ნაკლებად.

ვალენტინობის თემატიკაზე შექმნილი სამკაულების არჩევანი საკმაოდ ფართოა და ბიუჯეტისა და გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ.

  • ჰუდი

2020-2021 წლის ყველაზე პოპულარული სამოსი - ჰუდი, ვალენტინობის დღისთვისაც საკმაოდ აქტუალურია. წინ თებერვლისა და მარტის ცივი დღეები გველოდება, ამიტომ სადა ან საინტერესო ვიზუალებით დაპრინტული ჰუდით საყვარელ ადამიანს განწყობას აუცილებლად შეუქმნით. თითქმის ვერ ნახავთ ადამიანს, ვისაც ასეთი საჩუქარი არ გაუხარდება. სხვადასხვა საინტერესო თემატიკით დაპრინტულ, სადა, მაღალი ხარისხის ჰუდებს კი Favshop.ge-ზე იპოვნით.

  • შოკოლადში ამოვლებული მარწყვის თაიგული

ეს უგემრიელესი ტკბილეული რომანტიკულ საჩუქართან ასოცირდება არამარტო ვალენტინობის დღეს, არამედ სხვა, ჩვეულებრივ დღეებში.

თუ გსურთ, რომ საჩუქარი უფრო მრავალფეროვანი გახადოთ და ადრესატზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინოთ, ასეთი თაიგული ნამდვილად დაგეხმარებათ.

  • თავის მოვლის ნაკრები

თავის მოვლის ნაკრები ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქარია, თუმცა ის არასდროს არის ზედმეტი. ამგვარი საჩუქრის შერჩევისას უმჯობესია, ყურადღება გავამახვილოთ ნაკრებებზე, რომლის შეფუთვაც სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის არის შექმნილი. საყვარელ ადამიანზე ასე უფრო სასიამოვნო შთაბეჭდილებას დავტოვებთ.

ასეთი საჩუქარი ორიგინალურობაში ნამდვილად ჩაგეთვლებათ და საყვარელ ადამიანსაც კომფორტს შეუქმნის. ბევრი ჩვენგანის ჩვევაა ტელეფონის მაღვიძარასთან დადება, თუმცა ხანდახან მისი დატენვა გვავიწყდება და დილით ვეღარ ვასწრებთ-ხოლმე.

ამ პრობლემას დამტენი საათი მოგვიგვარებს, რომელსაც ტელეფონი უბრალოდ ზემოდან უნდა დავადოთ.

  • კერამიკის ყავის ჭიქები

კერამიკის ჭურჭელი ბოლო პერიოდში „ინსტაგრამმა“ კიდევ უფრო პოპულარული გახადა. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ვინტაჟურ ჭიქებზე, ამიტომ ამგვარი საჩუქარი წელს საკმაოდ აქტუალურია.

გარდა ამისა, პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე დიზაინის ყავის სპეციალური ჭიქები, რომელიც დილას კიდევ უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის.

  • საღამური

სატინისა და ბამბის საღამურები წელს ყველაზე აქტუალურია. დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებთ, ამიტომ კომფორტული სამოსზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა.

მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ბაზარზე მაღალი ხარისხის საღამურების საკმაოდ ფართო არჩევანია და კონკურენციის გამო, ფასებიც მისაღები, ამიტომ საყვარელი ადამიანის გახარება არ გაგიჭირდებათ.

ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრად საწვავისა და რეცხვის ვაუჩერები მოყვება

ბოლო 10 ბინა 10%-იანი ფასდაკლებით -  „ტერასა ორთაჭალის“ დასრულებულ პროექტზე აქცია სრულდება

რა უნდა აჩუქო საყვარელ ადამიანს - ვალენტინობის საჩუქრის საუკეთესო იდეები