ავტორი:

ძალადობის მსხვერპლ გოგონას მამა არ ჰყავდა, დედა კი თურქეთში მუშაობდა - "პოლიციამ 4 თვის წინ იცოდა და მოძალადე არ დაუკავებია... სკოლა იტყუება"

ძალადობის მსხვერპლ გოგონას მამა არ ჰყავდა, დედა კი თურქეთში მუშაობდა - "პოლიციამ 4 თვის წინ იცოდა და მოძალადე არ დაუკავებია... სკოლა იტყუება"

ქობულეთში 14 წლის გოგონას გარდაცვალების ამბავს საზოგადოებაში მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ამ საკითხზე სოციალურ ქსელებში არაერთი პოსტი დაიწერა. თემასთან დაკავშირებით წერს პარტია "ლელო - საქართველოსთვის" წევრი ირაკლი კუპრაძე.

"13 წლის გოგონა ქობულეთში...

მამა გარდაცვლილია, დედა თურქეთში მუშაობს.

23 წლის მამაკაცი სექსუალურად ძალადობს 13 წლის გოგონაზე. პოლიციამ 4 თვის წინ იცოდა, მოძალადე არ დაუკავებია.

სკოლას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. სკოლა იტყუება, თითქოსდა ფსიქოლოგი მუშაობდა ბავშვთან. სოცმუშაკი რისკებს ვერ აფასებს. საბედისწეროდ ცდება.

დაბადების დღე ჰქონდა და 14 წლის გახდა. გუშინ ამ 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა.

მოძალადე 23 წლის მამაკაცი დღეს დააკავეს. პოლიციაც დღეს ამუშავდა, სკოლაც დღეს მოფხიზლდა, ფსიქოლოგიც დღეს გამოუჩნდა და უნამუსოდ, დაგვიანებით გულმოკლული მოქალაქეებიც - ჩემი და თქვენი სახით", - წერს კუპრაძე.

ცნობისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო.

როგორც AMBEBI.GE-სთან გარდაცვლილი გოგონას ბაბუა აცხადებს, არასრულწლოვანი ექვსი თვის წინ გააუპატიურეს, ოჯახმა კი ამის შესახებ ორი თვის წინ გაიგო. მისივე თქმით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მოძალადე სამართალდამცავებმა ახლა დააკავეს:

"სახლში, რომ დავბრუნდი, ბალის ხეზე ჩამოკიდული ვნახე. იგი გააუპატიურეს, რის გამოც ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნას თბილისიდან ველოდებოდით. დაიგვიანა პასუხმა, ეს ბიჭი კი დაკავებული არ იყო... როგორც ვიცი, ბიჭი ჩაქველია... ბავშვი, ამ ამბავს დარდობდა და ამაზე არ საუბრობდა... სექსუალური ძალადობის ფაქტი ივლისში მოხდა. აქამდე ბავშვი არაფერს ამბობდა, ალბათ ის ბიჭი ემუქრებოდა. ფაქტის შესახებ გავიგეთ ექვსი თვის შემდეგ, ანუ ორი თვეა, რაც გაიგო ოჯახმა გაუპატიურების შესახებ" - აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა.

კიდევ ერთი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ოჯახმა გოგონას გაუპატიურების შესახებ შეიტყო, არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს, რასაც ბაბუა უარყოფს.

პოლიციამ მომხდარის შემდეგ 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავა. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დღეს, შოთა ქარსელაძე მიიბარა ქართულმა მიწამ... მან გმირობის მაგალითი მოგვცა" - რას წერს თალაკვაძე ბიჭზე, რომელმაც სიცოცხლის ფასად მოზარდი გადაარჩინა

"ევროპაში არცთუ დიდი ხნის წინ ქალს ხმა არ ქონდა არჩევნებში... ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაში ფერადკანიანებს დევნიდნენ..." - რას წერს მაკა ჩიჩუა

"ამას დასცხა?" - კახა კალაძე ეკა კვესიტაძეზე