ავტორი:

"ისინი  ჩემი მეგობრები არიან... აზრების გაცვლა-გამოცვლა, კი ბატონო, გვაქვს, მაგრამ...“ - მიდის თუ არა პოლიტიკაში ლაშა ბუღაძე?

"ისინი  ჩემი მეგობრები არიან... აზრების გაცვლა-გამოცვლა, კი ბატონო, გვაქვს, მაგრამ...“ - მიდის თუ არა პოლიტიკაში ლაშა ბუღაძე?

ოპოზიციურ ფლანგზე გვარიანი არეულობაა, ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ბაქრაძე ტოვებს “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტს, მეტიც, ის ელენე ხოშტარიას მსგავსად, შეიძლება პარტიიდან საერთოდ წავიდეს.

როგორც amebbi.ge-ს სარწმუნო წყარომ უთხრა, ჯერჯერობით მთლად პარტიას არ აყალიბებენ, მაგრამ კოალიციურად მოქმედებენ ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ლაშა ბუღაძე. "მათ ოფისი აქვთ აღებული ვაკეში და საკმაოდ ხშირად იკრიბებიან“, - გვითხრა მან.

შესაბამისად, გაჩნდა შეკითხვა - მწერალი ლაშა ბუღაძე მართლაც აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას, ამის გასარკვევად მას დავუკავშირდით.

ლაშა ბუღაძე:

- ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან, გადასარევად ვიცნობ, მაგრამ მე და პოლიტიკა შორს ვართ. ჩვენ პარტიული კუთხით არ ვთანამშრომლობთ, გამორიცხულია, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი პოლიტიკაა ამ სამყაროში.

ზოგადად, აზრების, შთაბეჭდილებების გაცვლა-გამოცვლა, კი ბატონო, გვაქვს, მაგრამ ის, რომ რაღაც პარტიულ გაერთიანებში, ან მოძრაობაში ვიქნები, ეს გამორიცხულია. ალბათ ისინიც, როგორც ყველა, ხელისუფლების შეცვლას და ხელისუფლებაში მოსვლას აპირებენ, ამის მოლოდინი მაქვს მათგან, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით. მე პოლიტიკაში ვერსად მიხილავთ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აქტიური მოქალაქე და მათი მომხრე ვარ”.