ავტორი:

სინოდის სხდომა დასრულდა - რა საკითხები განიხილეს მღვდელმთავრებმა?

სინოდის სხდომა დასრულდა - რა საკითხები განიხილეს მღვდელმთავრებმა?

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე განხილული საკითხები ეხებოდა დავით გარეჯის თემასა და ვაქცინაციას.

მისივე თქმით, მღვდელმთავრებმა საკმაოდ ბევრი საკითხი მცირე დროში შეათანხმეს.

“რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სინოდის სხდომა. საკმაოდ ბევრი საკითხი, საკმაოდ მცირე დროში შეათანხმეს მღვდელმთავრებმა და რამდენიმე საათში განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სინოდმა მიიღო. საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული და ეს ყველაფერი ოქმში აისახება“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე დღეს საღამოს დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარს გახსნის - "გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა"

კორონავირუსით 535 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

"გირჩის" მიერ შექმნილი "ბიბლიური თავისუფლების" წევრებს ეკრძალებათ ზიარება, ჯვრისწერა, ნათლობა... - სინოდის განჩინება