ავტორი:

მილანში დააკავეს ქურდები, რომლებიც "ინსტაგრამზე" აკვირდებოდნენ ვარსკვლავების გადაადგილებას და შემდეგ მათ სახლებს ძარცვავდნენ

მილანში დააკავეს ქურდები, რომლებიც "ინსტაგრამზე" აკვირდებოდნენ ვარსკვლავების გადაადგილებას და შემდეგ მათ სახლებს ძარცვავდნენ

მილანში ქურდების 4-კაციანი დაჯგუფება დააკავეს. აღნიშნულ ჯგუფს საზოგადოებაში "აკრობატი ქურდები“ შეარქვეს. ისინი აკვირდებოდნენ ქალაქში მცხოვრები ცნობილი ადამიანების გადაადგილებას "ინსტაგრამის" პოსტების საშუალებით და სავარაუდოდ, სწორედ ამის დახმარებით ძარცვავდნენ მათ სახლებს - სახლში მაშინ შედიოდნენ, როცა იცოდნენ, რომ იქ არავინ იყო.

როგორც "გარდიანი" წერს, მილანის "ინტერის" ფეხბურთელი, აშრაფ ჰაკიმი, ტელეწამყვანი დილეტა ლეოტა და ინფლუენსერი ელეონორა ინკარნოა ამ მძარცველების მსხვერპლთა შორის არიან.

სამართალდამცველთა თქმით, ბანდის წევრები სამიზნეების დასაზვერად სახლის აღწერილობის გასაგებად, ფანჯრებისა და კარის ტიპის დადგენისთვის "ინსტაგრამს" იყენებდნენ. მათ სწორედ პოსტების საშუალებით იცოდნენ, თუ რომელი ძვირფასეულობა, სად, რომელ ოთახში შეიძლებოდა ყოფილიყო. შემდეგ ძარცვას გეგმავდნენ და სწრაფად მოქმედებდნენ, სწორედ ამ სისწრაფისა და მოხერხებულობის გამო შეარქვეს "აკრობატი მძარცველები.“

ისინი 17-დან 40 წლამდე მამაკაცები არიან, რომლებიც იმით გამოირჩევიან, რომ ძარცვისას ელეგანტურად იცვამდნენ.

პოლიციელების თქმით, ქურდობათა სერია დაიწყო გასული წლის ივნისში. მაშინ ტელეწამყვან ლეოტას 150 000 დოლარის ღირებულების ნივთები მოპარეს - სამკაულები, ძვირფასი ჩანთები, Rolex-ის საათები. აღნიშნული ჯგუფი არის დაკავშირებული ფეხბურთელ აშრაფ ჰაკიმის სახლის ძარცვასთანაც. ფეხბურთელს ნოემბერში საათების კოლექცია მოპარეს.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებიან

Bloomberg-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანების შესახებ ახალ ცნობებს აქვეყნებს - რა დრო დასჭირდება მსოფლიო მოსახლეობის სრულ ვაქცინაციას

Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას 6-17 წლის ასაკის მოზარდებზე პირველად გამოცდიან