ავტორი:

ლიკა ევგენიძის ყოფილი ქმარი შეყვარებულია - ძმები ალასანიების ამერიკული ცხოვრება ქართველ ცოლებთან დაშორების შემდეგ

ლიკა ევგენიძის ყოფილი ქმარი შეყვარებულია - ძმები ალასანიების ამერიკული ცხოვრება ქართველ ცოლებთან დაშორების შემდეგ

საქართველოს ექს-პრეზიდენტის ბიძას თემურ ალასანიას (დედის ძმა) საზოგადოება კარგად იცნობს. მიხეილ სააკაშვილის კარიერის კვალდაკვალ პერიოდულად ჩნდებოდა ბიძის სახელი, რომელიც წლები ჯერ მოსკოვში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, შემდეგ კი ამერიკაში. თემურ ალასანია, მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს.

მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილები ნიკოლოზი და გიორგი საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც, წარმატებულ და ლამაზ ქართველ ქალებზე იქორწინეს.

ნიკოლოზ და გიორგი ალასანიები

ნიკა ალასანიამ და ლიკა ევგენიძემ 2011 წელს იქორწინეს და ჯვარი თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს.

გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში გადაიხადეს. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ნინი ბადურაშვილი გახლდათ. ქორწილს ესწრებოდა მაშინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. რამდენიმეწლიანი ქორწინებისა და ორი შვილის დაბადების შემდეგ 2017 წელს ლიკა საქართველოში დაბრუნდა.

"ვერ გაიგებ როდის მოდის და როდის მიდის ის ემოცია, რომელსაც გრძნობას ვეძახით. ცხოვრობს ორი ადამიანი, არსებობს მათ შორის კავშირიც, სიახლოვეც, მეგობრობაც და პატივისცემაც, მაგრამ ის, "რაღაც სხვა", ქრება. ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპიც დამთავრდა და ასე გადავწყვიტეთ.“ - ასე ახსნა დაშორება მაშინ სამშობლოში დაბრუნებულმა ტელეწამყვანმა "სითიში" ინტერვიუს დროს.

ცნობილი პლასტიკური ქირურგის ვახტანგ ხუციძის შვილიშვილ ელენე დუმბაძეზე იქორწინა წლების წინ გიორგი ალასანიამ. წყვილმა ცხოვრება ამერიკაში გააგრძელა და ვაჟი მიხეილ-დავით ალასანია შეეძინათ.

2015 წელს, შვილის ნათლობას მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, ის ბიძაშვილის შვილის ერთ-ერთი ნათლია გახლდათ.

ლიკა ევგენიძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქმარს დაშორდა ელენე დუმბაძეც. ამაზე ქალს ხმამაღლა არასოდეს უსაუბრია, თუმცა მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები დღემდე წაშლილი აქვს ინსტაგრამზე და შვილთან ერთად დიდ დროს ელენეც სამშობლოში ატარებს.

ლიკა ევგენიძემ მეუღლესთან დაშორების შემდეგ მუსიკოს ნიკა კოჩაროვის სახით ახალი სიყვარული იპოვა. წყვილი წლებია უკვე ერთად ცხოვრობს და გრძნობებს აღარ მალავენ.

შეყვარებულია ნიკა ალასანიაც. მისი რჩეული ამჯერად უცხოელი ქალი კელი ქენდლია. წყვილი ერთად მოგზაურობს და რომანტიკულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ.

გიორგი ალასანია სოციალურ ქსელში არ იძებნება, მის ახალ ფოტოებს მხოლოდ ძმის ფეისბუქ პროფილზე თუ ნახავთ.

ელენე დუმბაძე, რომელიც მედიას არ წყალობს და არც ინტერვიუების სიყვარულით გამოირჩევა, ამჟამად საქართველოში ცხოვრობს და მისი ინსტაგრამ გვერდიდან თუ ვიმსჯელებთ, ძალიან უყვარს მოგზაურობა.

"თქვე მართლა უსინდისოებო! ასეთი გაბრაზებული არც წინა აქციაზე არ ვყოფილვარ" - ინგა გრიგოლია

"დღეს თუ ჩვენი პროფესია არ მოსწონთ, ხვალ არ მოეწონებათ ვიღაცის დაკრული მუსიკა, ქერა თმა... ისინი დგანან ავტორიტარიზმის გზაზე" - ეკა მიშველაძე

"ხათუნას არ დაემართოს და სხვას არაფერს დავეძებ" - რას ამბობს ნინი ქარსელაძე კოვიდინფიცირებული ზურა ხაჩიძის მდგომარეობაზე?