ავტორი:

გადატანილი უმძიმესი ტრაგედია და სულ სხვანაირი "აზიზე ასლანბეი" - ვინ არის და როგორც ცხოვრობს პოპულარული ბებია "თავქარიანიდან"

გადატანილი უმძიმესი ტრაგედია და სულ სხვანაირი "აზიზე ასლანბეი" - ვინ არის და როგორც ცხოვრობს პოპულარული ბებია "თავქარიანიდან"

პოპულარულ თურქულ სერიალ "თავქარიანში“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე ბებიის გმირი, აზიზე ასლანბეია. ის არის მკაცრი იმიჯის ქალი, რომლის ვიზუალი და ქცევები, არა მხოლოდ სერიალის გმირებს, არამედ მაყურებელსაც აშინებს.

აზიზეს როლს თურქი მსახიობი აიდა აქსელი ასრულებს, რომელიც აბსოლუტური ანტიპოდია თავისი გმირის და მათ შორის, ვიზუალური თვალსაზრისით. აიდა მართლაც შესანიშნავი სამსახიობო ოსტატობის წყალობით, სერიალში სრულიად სახეცვლილი გვევლინება.

აიდა აქსელი 58 წლისაა. ის ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველ ქმარს 90-იან წლებში დაშორდა, მეორედ ათილა აქინჩიოღლუზე დაქორწინდა. წყვილი15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ერთად. სამწუხაროდ, ათილა 2010 წელს მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა და ეს უმძიმესი ტრაგედია იყო ოჯახისთვის, რომელმაც აიდას სამსახიობო კარიერაზეც მოახდინა გავლენა.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მსახიობი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უარს ამბობდა სატელევიზო პროექტებში დაბრუნებაზე და საერთოდ, ტელეეკრანზე გამოჩენისგან თავს იკავებდა.

აიდა აქსელს ორი შვილი ჰყავს. ქალიშვილი და ვაჟი - ლეილა და ეფე, რომლებიც დედის მთავარი გულშემატკივრები არიან. ხშირად აკითხავენ დედას გადასაღებ მოედანზე, მასთან ერთად დადიან ფილმის სხვადასხვა ფესტივალებსა და დაჯილდოების ცერემონიებზე. ლეილა თავადაც დედის კვალს ადგას, ის თეატრის მსახიობი და ტელეწამყვანია.

აიდა შვილებთან ერთად

აიდა აქსელი თურქეთში ძველი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობია, რომელიც უფრო მეტად თეატრის მსახიობად ითვლება, თუმცა გარდა სპექტაკლებისა, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ფილმსა და სერიალში. სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ აქვს მიღებული თურქეთის საუკეთესო მსახიობის ჯილდო.

აიდა აქსელი "თავქარიანის“ გადამღები ჯგუფისა და სამსახიობო შემადგენლობის საყვარელი მსახიობია და ის ყველას ძალიან უყვარს . ეს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც ჩანს. თავისი გმირისგან განსხვავებით, მსახიობს თანამედროვე სტილი და მხიარული ხასიათი აქვს.