ავტორი:

"18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!" - ოპერის მომღერალი საქართველოს მთავრობას მიმართავს

"18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!" - ოპერის მომღერალი საქართველოს მთავრობას მიმართავს

ოპერის მომღერალი, თამარ ივერი ქობულეთის სოფელ ქაქუთში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს მთავრობას მიმართავს:

"საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი: 18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა! წასვლის მაქსიმალური დრო უნდა განისაზღვროს 1 წლით! გაივსო ქვეყანა... საშოვარზე გადაკარგული დედების მიერ უპატრონოდ მიტოვებული, გაუბედურებული ბავშვებით! ისინი შემდგომ ან ოჯახური, ან გოგონები ვინმე მამაკაცის სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, ან ცუდ წრეში ვარდებიან: ნარკომანდებიან, აზარტულ თამაშებს ეძალებიან, სწავლა განათლებაც გვერდით რჩებათ, ხშირად ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმებს იღებენ ან უარეს შემთხვევაში, მიტოვებულნი, მარტოსულნი და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი სუიციდით ამთავრებენ სიცოცხლეს!!!

არანაირი თვეში 800€ და ვიღაც იტალიელი და ბერძენი მოხუცების ღამის ქოთნების ქცევა არ ღირს საკუთარი შვილის გაუბედურებად! ბოლობოლო უნდა დავემსგავსოთ ქვეყანას და უნდა დაენიშნოს 18 წლამდე მოზარდის მშობელს თვეში მინიმუმ 1000-ლარიანი დახმარება და პრიორიტეტული დასაქმება!!!

პარლამენტარებო! მოიკელით გეთაყვა ისედაც გაბერილი ხელფასები და პრემიები და იზრუნეთ ჯანსაღი თაობის აღზრდაზე მათ მშობლებთან ერთად! მორჩა!" - წერს მომღერალი.

"მამა, რომელსაც შვილს არ ანახებენ, არ არის ვალდებული დედა და მისი მონაგარი არჩინოს" - ნინი შერმადინი

"ეს ჩემი ხელია. ილოცეთ… ტკივილს ვერ ვუძლებ!" - მამა პეტრე კოლხი ავარიაში მოყვა

"არ ცხრება ვნებათაღელვა ასტრაზენიკას ირგვლივ... ვისმენ ათას შეთქმულების თეორიას" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ვაქცინაზე და რა გზა გაიარა მან აცრამდე და მის შემდეგ