ავტორი:

"დალუქვით ვერ გამაჩერებენ, ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს, მოუწევთ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი დაპატიმრება" - ზურაბ ჯაფარიძე

"დალუქვით ვერ გამაჩერებენ, ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს, მოუწევთ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი დაპატიმრება" - ზურაბ ჯაფარიძე

დალუქვით ვერ გამაჩერებენ, ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს, მოუწევთ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი დაპატიმრება, - ამის შესახებ პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მარჯანიშვილის მოედანზე ბარ ,,ჯაფარასთან” გახსნის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დაუყონებლივ უნდა დაიწყოს მისთვის უფლებამოსილების გაუქმება, რადგან გუშინ კომერციული საქმიანობის გამო დაჯარიმდა.

,,ბარი გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას, ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი. გუშინ გამაფრთხილეს, რომ იქნებოდა სისხლის სამართლის საქმე აღძრული, როდესაც ეს ბარი გავხსენი ვთქვი, რომ იმუშავებდა ბოლომდე , ვიდრე მე არ დამიჭერენ. თუ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ, უნდა მიმართონ პარლამენტს და მოსთხოვონ უფლებამოსილების გაუქმება, რაც მე მანამდე თავად გავაკეთე და უარი მითხრეს. თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დაუყონებლივ უნდა დაიწყოს უფლებამოსილების გაუქმება, კომერციული საქმიანობა მეკრძალება და ამ საქმიანობის გამო დამაჯარიმეს. დალუქვით ვერ გამაჩერებენ, ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს, მოუწევთ ნებისმიერ შემთხვევაში დაპატიმრება”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბარი ,,ჯაფარასთან” კომენდანტის საათის დროს სოციალური ღონისძიების გამართვისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა.

შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მაია მიქაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბარი "ჯაფარასთან" დაჯარიმების მიუხედავად საქმიანობას კვლავ გააგრძელებს, ობიექტი დაილუქება.

"მსოფლიოში ვაქცინების ომია - საკითხი ჯანდაცვის სფეროს გასცდა" - დავით სერგეენკო

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

საქართველოს პარლამენტში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 7 დეპუტატია ინფიცირებული - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა