ავტორი:

"არასდროს მითქვამს მისთვის ეს, ახლა ვამბობ პირველად..." - რა ისტორიას იხსენებს ზურა დოიჯაშვილზე ჟურნალისტი მაკა რაზმაძე

"არასდროს მითქვამს მისთვის ეს, ახლა ვამბობ პირველად..." - რა ისტორიას იხსენებს ზურა დოიჯაშვილზე ჟურნალისტი მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე მომღერალ ზურა დოიჯაშვილზე უცნობ, ემოციურ ისტორიას იხსენებს, რომელიც აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპულ მის ძმას, გიორგი რაზმაძეს უკავშირდება:

"როცა ჩემი 18 წლის ძმა აფხაზეთიდან ჩამოასვენეს სახლში უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ადგილი არ იყო იმ დღეებში ჩვენთან, გადაჭედილი იყო ყველაფერი... მე არც კი გამოვდიოდი ოთახიდან, ისე ვიყავი გათიშული. მაპატიებს ყველა, მაგრამ არავინ მახსოვს ვინ მოდიოდა და ვინ მიდიოდა. უბრალოდ ვიცი რომ ყველანი იყავით, ნაცნობი თუ უცნობი და ყველასი სიკვდილამდე მადლობელი ვარ და ვიქნები...

და მახსოვს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი მთელი ამ პერიოდიდან. ერთ-ერთია მათ შორის ზურა დოიჯაშვილის ამბავი... მახსოვს შემთხვევით გავიხედე იქით მხარეს და დავინახე ზურა იდგა სრულიად მარტო და ცრემლები მოსდიოდა... ჩუმად ტიროდა, ისე რომ არავის დაენახა... ჩემზე ისე იმოქმედა ამ სურათმა რომ ცხოვრებაში აღარასდროს დამავიწყდა. ზურა ჩემთვის სამუდამოდ იმ ნამდვილი ცრემლის ბიჭად დარჩა, ჩუმად რომ გააყოლა ჩემს გიორგის.

არასდროს მითქვამს მისთვის ეს, ახლა ვამბობ პირველად, როცა მე თვითონ ვერ ვახერხებ ასევე ჩუმად გავაცილო ყველასთვის საყვარელი ადამიანი... ასეთი იყო ზურა" - წერს მაკა რაზმაძე.

ზურა დოიჯაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე წლის წინ ფინანსური პრობლემების გამო ოჯახთან ერთად ისრაელში წასულ მომღერალს, აუხდენელი ოცნება დარჩა - საყვარელ თბილისში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა...

"გურამ ჩალაგაშვილი დიდი ჯიპიდან გადმოვიდა და თავისი დიდი ტორით ისეთი სილა გამაწნა, რომ კინაღამ ბავშვი ხელიდან გამივარდა... არ გაეკაროთ მაგ მოძალადეს" - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

"აღმოვჩნდით წამყვანის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლები" - "ფარულ კონვერტს" პროდიუსერები ტოვებენ

"ბესოს ძალადობები, თქვენ გარდა, ყველამ ვიცოდით, თქვენივე ხელით რომ გამოკვებეთ ეს ამაზრზენი ადამიანი, ვერც ხედავდით" - ნინუცა მაყაშვილის ბიცოლა რობერტ სტურუას