ავტორი:

"საქართველომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გასახსნელად რატომ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება?" - რას წერს სომხური გამოცემა

"საქართველომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გასახსნელად რატომ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება?" - რას წერს სომხური გამოცემა

სომხეთის რუსულენოვან გაზეთში "გოლოს არმენიი“ («Голос Армении») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "რკინიგზის დებლოკირების ფასი მკვდრებს ვკითხოთ: ფაშინიანის მთავრობა სახიფათო ილუზიებშია“, რომელიც სომხეთის სატრანსპორტო კომუნიკაციების პერსპექტივას შეეხება: გაიხსნება თუ არა საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი (ერევანი-თბილისი-სოხუმი-მოსკოვის მარშრუტი) და თურქეთ-სომხეთის რკინიგზის გიუმრი-ყარსის მონაკვეთი (ავტორი - აშოტ არამიანი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

"სომხური მასმედია კიდევ ერთხელ "აფეთქდა“ - არიქა, მალე შეიძლება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი ამუშავდესო. აფხაზეთის პარლამენტს თურმე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსთვის მიმართვა გაუგზავნია და განუცხადებია - ჩვენ, აფხაზები, მზად ვართ თანასწორუფლებიანი მონაწილეობა მივიღოთ სომხეთ-რუსეთს შორის რკინიგზის ამუშავების პროექტშიო.

მდაა... როგორც ალექსანდრ გრიბოედოვი წერს თავის პიესაში "ვაი ჭკუისაგან“: "თუმც გამოცემა ახალია, კაცს გეძნელება მისი დაჯერება“.

აფხაზეთის სურვილი ცოტაა, საჭიროა კიდევ საქართველოს კეთილი ნება. და კაცმა რომ იკითხოს - რატომ უნდა ჰქონდეს საქართველოს კეთილი ნება? კი, რეგიონული რეალიები მნიშვენელოვნად შეიცვალა. ყველა დონეზე დაიწყეს სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვასა და "დაჟანგებული გზების“ განახლებაზე ფიქრი. მიმდინარეობს რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფების სხდომები ვიცე-პრემიერების დონეზე, იწვევენ ექსპერტებს, ამოწმებენ და გეგმავენ მომავალ მარშრუტებს... რასაკვირველია, ამ ყველაფრის შედეგად საქართველო თავისი სატრანზიტო პოტენციალის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს, მაგრამ თუ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე მოძრაობა განახლდება, თბილისი ტრანზიტის სფეროში აქტიურ მოთამაშედ დარჩება. თუმცა...

თუმცა გამორიცხული არაა, რომ პოლიტიკურმა პრობლემებმა კვლავ გადაწონოს ეკონომიკური მიზანშეწონილობა, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში.

რაც შეეხება სომხეთს, ჩვენ ყოველთვის გვინდოდა თურქულ-აზერბაიჯანული უკანონო ბლოკადის გაუქმება, მაგრამ არა ასეთი მდგომარეობის ფასად. ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტში გამოსვლისას ისეთ სახეს იღებს, რომ დღე და ღამე არ სძინავს ამ საკითხზე ფიქრით - აცხადებს, რომ საზღვრები გაიხსნება და ტრანსპორტი ყველა მიმართულებით მოძრაობას დაიწყებსო, ამასობაში კი მოვლენები ჩვენს გარეშე ვითარდება... ყარსში თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად სამხედრო წრთვნებს ატარებს, ამ დღეებში კი ყარსი-თბილისი-ბაქოს რკინიგზით ტვირთები, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთში გაიგზავნა.

რატომ არ იხსნება გიუმრი-ყარსის რკინიგზა? ამ კითხვაზე დუმილია. ანკარიდან ძლივს გასაგონი სიგნალები მოდის - შეიძლება რკინიგზა ამუშავდეს, რაღაც დადებითად შეიცვალოს, თუ სომხეთი... კარგად მოიქცევაო.

ჩვენი მთავრობა სახიფათო ილუზიებშია. ამ ფონზე კი აზერბაიჯანი სომხეთს უფრო მეტ პრეტენზიებს უყენებს. ბაქოს სურს, რომ ერევანი ისევ მისი მძევალი და ტყვე იყოს. ვინც სხვანაირად ფიქრობს და იმედი აქვს თურქეთი კეთილად მოგვექცევა, წავიდეს და გიუმრის რკინიგზის სადგურზე საზღვრის სწრაფ გახსნას და ყარსის მატარებელს დაელოდოს...“. წყარო

"სრული მხარდაჭერა გომელაურს... ის აღვირახსნილი კამპანია, რომელიც მომდინარეობს "ნაცმოძრაობიდან", ყოვლად დაუშვებელია" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მთავარი პრიორიტეტები იქნება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება" - ირაკლი ღარიბაშვილი

"უვაქცინო წელიწადი გველოდება... ყველაფერი ისე უნდა გადავიტანოთ, რომ "ლოქდაუნი" არ დაგვჭირდეს" - ვახტანგ კალოიანი