ავტორი:

"ბავშვი მეხვეწება დედიკო მიშველეო... თავს მოვიკლავო" - "რეგინფო" აქვეყნებს მიმოწერას გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედასა და სოციალურ მუშაკს შორის

"ბავშვი მეხვეწება დედიკო მიშველეო... თავს მოვიკლავო" - "რეგინფო" აქვეყნებს მიმოწერას გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედასა და სოციალურ მუშაკს შორის

სოციალური მუშაკი ინფორმირებული იყო, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში მცხოვრები 14 წლის გოგონა თავის მოკვლას აპირებდა - ამის შესახებ "რეგინფო" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გოგონას დედამ მერი რომანაძემ სოცმუშაკს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მისწერა და სთხოვა, ბავშვს დახმარებოდა, რადგან თვითონ საქართველოში არ იმყოფებოდა.

"ბავშვი მეხვეწება, დედიკო მიშველეო. მე ამხელა გზიდან რა გავაკეთო. თავს მოვიკლავო, იძახის“, - ნათქვამია გოგონას დედის მიერ სოციალური მუშაკისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში. მანამდე დედამ სოციალურ მუშაკს მისწერა, რომ ბავშვზე ოჯახში ფიზიკურად ძალადობდნენ.

"თუ ზეწოლას განიცდის, ეს უკვე ძალადობაა და პოლიციას უნდა მიმართოს და ჩამოვიდეს სოციალურ სამსახურში. უპირველესად მშობლის უფლებები უნდა აღიდგინოთ. ხომ აგიხსენით, ჩამოვიდეს და ავუხსნი მასაც. აქ ნუ მწერთ, ფეისბუქი მაქვს პირადი მიმოწერისთვის" - ასე უპასუხა სოციალურმა მუშაკმა ძალადობის მსხვერპლი გოგონას დედას.

14 წლის ნინიმ თავი 9 თებერვალს მოიკლა. შემთხვევამდე ორი თვით ადრე, ოჯახმა ქობულეთის პოლიციას შეატყობინა გოგონას გაუატიურების შესახებ - აღნიშნულზე უკვე დაწყებულია გამოძიება და პოლიციამ გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა 23 წლის მოძალადე. ცნობილია ისიც, რომ არასრულწლოვანი ოჯახში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა - მას ბიძები სასტიკად გაუსწორდნენ.

წყარო: "რეგინფო"

რა განმარტებას აკეთებს შსს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ენმ-ს ოფისთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა

"ის ავად არის, გუშინ შეუძლოდ გახდა..." - ადვოკატი ითხოვს, გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ