ავტორი:

ცხოვრება ჯუნგლებში და პარალელური სამყარო, სადაც ადამიანებს დღე-ღამეში 2 საათი სძინავთ - ყველაფერი დედამიწის ყველაზე უცნაურ მცხოვრებლებზე

ცხოვრება ჯუნგლებში და პარალელური სამყარო, სადაც ადამიანებს დღე-ღამეში 2 საათი სძინავთ - ყველაფერი დედამიწის ყველაზე უცნაურ მცხოვრებლებზე

თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრება სავსეა ყოველდღიური გამოწვევებით, პრობლემებით, სტრესით, თუმცა დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ, არ იციან, რა არის სტრესი და რომელთათვისაც ცივილური სამყარო საინტერესო არ არის. ეს ადამიანები პირაჰას ტომის წევრები არიან, რომლებსაც მავანი დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ, ზოგიც ყველაზე უცნაურ საზოგადოებას უწოდებს.

პირაჰას ტომი ბრაზილიის ჯუნგლებში ცხოვრობს. მათ არ იციან რა არის წარსული და რას ნიშნავს მომავალი. წარმოდგენა არ აქვთ, რა არის სტრესი. ეს და მსგავსი ნიუანსები თანამედროვე ადამიანსა და მათ შორის გაგებას ართულებს. მისიონერმა, რომელიც პირაჰაში ამ ტომის ცხოვრების შესასწავლად ჩავიდა, დაასკვნა, რომ ისინი დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან.

ზოგიერთი ფაქტი პირაჰას ტომის შესახებ შესაძლოა შოკისმომგვრელიც კი იყოს. ისინი სამყაროს დანარჩენი ადამიანებისგან სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ ცხოვრებას.

პირაჰას კულტურის არსი ძალიან მარტივად შეიძლება განიმარტოს - “იცხოვრე აქ და ახლა." მათ ენაში მხოლოდ აწმყო დროა, რადგან ამ ადამიანების აზრით, ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ არის ის, თუ რა ხდება მიმდინარე მომენტში.

პირაჰას ტომის ადამიანები მიიჩნევენ, რომ ძილი საზიანოა. ისინი გაკვირვებულნი დარჩნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ ზოგიერთ ადამიანს დღე-ღამეში 8 საათი სძინავს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თუ დიდხანს დაიძინებენ, შეიძლება სულ სხვანაირები გახდნენ. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ უძილობის რეჟიმი პირაჰაში იმის გამო ჩამოყალიბდა, რომ ტერიტორია გველებითაა სავსე და მუდამ ფხიზლად ყოფნა უწევთ. მათ დღე-ღამეში 2 საათზე მეტხანს არ სძინავთ.

პირაჰას ტომი მხოლოდ 800-მდე ადამიანს აერთიანებს.

ჩვეულებრივ, სხვადასხვა ტომებში ამჯობინებენ, რომ დათმონ სიცოცხლე, ვიდრე ღირსება და პატივისცემა, მაგრამ პირაჰას ხალხი განსხვავებულია. მათ, უბრალოდ, არ იციან რა არის სიბრაზე, რისხვა, რაიმის მიმართ უკმაყოფილება.

ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "საუკუნე", "დრო" და "ისტორია" - პირაჰას ტომის ადამიანებისთვის უცხოა. არ ერთმა მათგანმა არ იცის, ვინ არის ბებია და ბაბუა.. როდესაც ეკითხებიან, რა ხდებოდა ტომში ადრე, როგორი ცხოვრება იყო, პასუხი მარტივი და ლაკონურია: "ყველაფერი არის იგივე, ყველაფერი ყოველთვის არის ერთნაირი.“

აქაური დედები თავიანთ შვილებს ზღაპრებს არ უყვებიან. უფრო მეტიც, აქ არავინ ყვება ისტორიებს, ამბებს. ამბები შეიძლება მოისმინოთ ტომის უხუცესი წევრისგან და ის მხოლოდ უხუცესის პირად გამოცდილებას ემყარება.

ამ ადამიანებმა არ იციან რა არის სირცხვილი, ან დანაშაული. ქმარს შეუძლია ცოლზე უარი თქვას იმის გამო, რომ ის აღარ არის ახალგაზრდა და ლამაზი და ქალებს ეს ფაქტი არ აწუხებთ, არ ღელავენ, არ ბრაზდებიან, არ აპროტესტებენ. ისინი ამბობენ - "დროა, სხვა კაცი ვიპოვო.“

მათ ენაში არ არსებობს მარჯვენა-მარცხენას აღმნიშვნელი სიტყვები. უფრო მეტიც, ისინი საერთოდ ვერ იგებენ ეს სიტყვები რა საჭიროა.

აქაურმა დედებმა არ იციან რამდენი შვილი ჰყავთ, მაგრამ ვიზუალის მიხედვით შეუძლიათ მიხვდნენ, რომელია მათი შვილი. ეს იმიტომ ხდება, რომ აქაურმა ადამიანებმა არ იციან თვლა. უბრალოდ, არ იციან რას ნიშნავს თუნდაც "ერთი". თუმცა ამის მიუხედავად, აქვთ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "რამდენიმე“, "ბევრი". ისინი გეტყვიან, რომ რამდენიმე შვილი ჰყავთ, თუმცა ზუსტ რაოდენობას ვერ დაასახელებენ.

საინტერესოა ისიც, რომ პირაჰას ტომში მცხოვრებნი არ გამოხატავენ ინტერესს თანამედროვე ცივილიზაციის მიღწევების მიმართ. მათ სრულიად არ ესმით თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესის. "როგორ შეიძლება ამდენ ხანს ძილი?“ - ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც აინტერესებთ და ზოგადად, რომლითაც შეიძლება მიხვდეთ, რას ფიქრობენ ისინი დანარჩენ მსოფლიოზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ დაიწყეს ტანსაცმლის ტარება, იყენებენ ალუმინის ჭურჭელს, ძაფებს, ასანთს და ასევე სათევზაოდ შედარებით თანამედროვე ხელსაწყოებს,

მათ კულტურაში არ არსებობს რელიგია და ღმერთის გაგება.

დროის თავისებული გააზრების გამო ეს უჩვეულო ხალხი ვერ ხედავს საკვების მარაგის შენახვის საჭიროებას მომავლისთვის. ისინი საკვებს საერთოდ არ განიხილავენ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანს.

პირაჰას ტომში ყველა ადამიანი თანასწორია და არ არსებობს სოციალური იერარქია. მკვლევართა აზრით, ამ ადამიანებს ძალიან უყვართ ცხოვრება და სწორედ ამიტომ, არ არსებობს მათ შორის შური, ქურდობა, ინტრიგები, რისხვა, ღალატი.

ისინი არ ამბობენ სიტყვებს "მადლობა“, "მობრძანდი" და ა.შ. მათ ლექსიკონში არ არის თავაზიანობის გამომხატველი ტერმინები, ასევე არც ბილწსიტყვაობა იციან. პირაჰას ხალხს არ ესმის თუ რა საჭიროა ფორმალური თავაზიანობა, ეს ადამიანები ერთმანეთს თბილად ექცევიან ყოველგვარი ზრდილობიანი ტერმინოლოგიის გარეშე.

ისინი არიან მუდმივად ღიმილიანები, ინარჩუნებენ კარგ განწყობას, არსად იჩქარიან, გამოირჩევიან სილაღით. არ იციან რა არის ფსიქიკური აშლილობა, ან დეპრესია. მკვლევართა შეფასებით, მათ აქვთ ცხოვრებით კმაყოფილების ფენომენალური ხარისხი ყოველგვარი ანტიდეპრესანტების გარეშე.

ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას აქამდე უცნობი ფოტო - "2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას"

რა იპოვეს არქეოლოგებმა უძველეს სამარხში, რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა - ვარნას ცივილიზაციის საიდუმლო

პატარა ლაზარეს, რომელსაც ძვლის სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება