ავტორი:

მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს

მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს

მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიდუბის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ქალი იყო და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

"ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. სამაშველო ჯგუფების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა წყლიდან ქალის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა.

ქალი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტობანზე 15 მანქანა დაიმტვრა - ფოტოები ავარიის ადგილიდან

"დაზიანდა 26 ავტომობილი, მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელსადენები" - დიდთოვლობის გამო, საგანგებო სამსახურში 140 შეტყობინება შევიდა

თვითმხილველების ინფორმაციით, წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადაყირავდა, რომელიც არასრულწლოვანს დაეცა