ავტორი:

"რატომ უნდა ამ ხალხს გერმანიაში სამუშაოდ წასვლა? საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს თვეში 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი?"

"რატომ უნდა ამ ხალხს გერმანიაში სამუშაოდ წასვლა? საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს თვეში 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი?"

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებისთვის გუშინ ამოქმედებულ პორტალზე სააპლიკაციო ფორმა 35 121 ადამიანმა შეავსო.

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121 პირმა შეავსო.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა.

რამაზ გიგაური, ასტროლოგი:

"53 000 ადამიანი არა. უფრო მეტია. ეს იმიტომ, რომ საიტი ბევრი ხალხის ერთდროულად შესვლის გამო „დაეკიდა“, ანუ გაიჭედა. რაღაც ნაწილმა რეგისტრაცია უბრალოდ ვერ მოახერა. ეს მინიმუმ ორჯერ მეტი იქნება. შეიძლება მეტიც. რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა ამ ხალხს წასვლა?! ელემენტარული არითმეტიკაა.

საათობრივი ანაზღაურება და საათში 9,5 ევროა. 8 საათიან სამუშო დღეში 76 ევროა. თიბისის მობაილბანკის კურსს ჩავხედე და 76 ევრო ეს არის 302,1 ლარი, ანუ 302 ლარი და 10 თეთრი. დავამრგვალოთ 300 ლარამდე. თვეში 24 დღე რომ იმუშაონ ამ ადამიანებმა 7200 ლარი გამოსდით. ახლა კი მიმოიხედეთ, თქვენს რამდენ ახლობელს აქვს თვეში ხელფასი 7200 ლარი? ცხადია, ხარჯებიც იქნება - ბინა, კვება და სხვა ხარჯები და არა მგონია ეს თანხის 30%-ზე მეტი იყოს. ხელზე 4800 ლარი დარჩებათ. ახლა კი მთავარი: ეს არის ოფიციალური სტატისტიკა შემოსავლების სამსახურიდან. როგორ გგონიათ, საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს თვეში 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი? 0.57%-ს!"

შოთა დიღმელაშვილი, მოძრაობა „სირცხვილიას“ თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი და Forbes Goergia-ს აღმასრულებელი რედაქტორი:

"ერთ დღე-ღამეში 53 ათასზე მეტი პირი დარეგისტრირდა გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველადო, ხალხს უკვირს. მე ის მიკვირს, ათჯერ მეტი რატომ არა. გაინტერესებთ რატომ? ახლავე: საქართველოში სოფლის მეურნეობაზე მოდის დასაქმების 40% ანუ 660,000 ადამიანი. არა 2-ჯერ თუ 3-ჯერ მეტი, არამედ 12-ჯერ თუ 13-ჯერ მეტი, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებსა და ევროკავშირში. ასეთი დიდი წილი მხოლოდ აფრიკის და სამხრეთ აზიის ზოგიერთ უღარებეს ქვეყნებს აქვს. შედარებისთვის, სასოფლო სამეურნეო მიწებით საქართველოს ტოლ ჰოლანდიაში სოფლის მეურნებაში 2.6%, ანუ საქართველოზე 15-ჯერ ნაკლებია დასაქმებული. ამავდროულად, ნიდერლანდების აგროექსპორტი საქართველოს მთელ ექსპორტს (sic! მთელ ექსპორტს და არა სასოფლო სამეურნეო ესპორტს) დაახლოებით 40-ჯერ აღემატება. ანუ, საქართველოს მთლიანი ექსპორტი - ოქროიან, მანგანუმიან, ელექტროობიან, რეექსპორტირებულ მანქანებიან, ყურძენ-თხილიანად - ჰოლანდიის მარტო პ ო მ ი დ ვ რ ი ს ექსპორტის ტოლია.

ამ დროს, ნაცვლად იმისა, რომ პატარა ქალაქების გადიდებაზე, ანუ ურბანიზაციაზე ვზრუნავდეთ - რაც სასოფლო სამეურნეო მიწების გამსხვილებას და ამ დარგის მეტ პროდუქტიულობას უზრუნველყოფდა - მილიარდებს ვხარჯავთ ბიუჯეტიდან ადამიანების "სოფელში დაკავებაზე", ანუ სიღარიბეში ჩატოვებაზე.

50 ათასი გაგვიკვირდა? მე ის უფრო მიკვირს, 500 ათასი რატომ არ არის. ეს დარჩენილთა უფრო კარგად ყოფნის კი არა, კიდევ უფრო ცუდად ყოფნის ბრალია - ან ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ, ან აპლიკაციის შევსება არ შეუძლიათ სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს სამწუხარო რეალობა შეიცვლება თბილისზე ჩამოკიდებული თავკომბალა ქვეყნის ჯერ ჩანასახად ქცევით, შემდეგ კი დეცენტრალიზებული განვითარებით - თვითმმართველობების განვითრებით, ადგილობრივი წარმომადგენლობებისთვის უფლების მიცემით, თვითონ განსაზღვრონ საკუთრი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა, თვითონ დაიტოვონ შემოსავლების წილი და თვითონ განსაზღვრონ, რაში დახარჯავენ.

განვითარებული სამყაროს ეკონომიკური ლოგიკით ბათუმიც და ქუთაისიც თბილისზე მდიდარი ქალაქები უნდა იყოს, ჩვენთან კი გლდანში და ვარკეთილში მეტი ადამიანი ცხოვრობს და სიდიდით მეორე ქალაქს არჩეულ მერებს ცენტრიდან უხსნიან, მერე უკვირთ ვიღაცა "აჭარა აჭარლებს" რომ იყვირებს".

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს facebook გვერდს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1505. დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

"ბევრჯერ გავაბრაზე, ბევრჯერ ვაწყენინე, ბევრჯერ მაპატია და ბევრჯერ მივხდი, რომ არასწორი ვიყავი" - როგორ ულოცავს გიორგი ვაშაძე ცოლს დაბადების დღეს

"ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, ვიდრე კულტურას წულუკიანი მართავს!" - რას წერს ანიტა რაჭველიშვილი?

"რეალურად, გვერდს მართავდა ჩემი ძმა..." - რას წერს გაბრიელ წულაია "ოცნებასთან" ასოცირებულ "ფეიჯზე", რომელმაც სახელი შეიცვალა?