ავტორი:

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუას ბრალი წარედგინა - სასამართლო პროცესი 17 თებერვალს გაიმართება

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუას ბრალი წარედგინა - სასამართლო პროცესი 17 თებერვალს გაიმართება

ქობულეთში, 14 წლის ნინი ცეცხლაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუას სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 17 თებერვალს გაიმართება. სხდომა 14:15 საათზე არის ჩანიშნული.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

პროკურატურის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ს.ც.-ს ბრალდება არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე წარუდგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა.

მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან ყველა სახის სერვისი განახლდება

"როცა ჰაერზე ამბობ, თურმე, ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდაო, სულ მცირე დილეტანტიზმია..." - რა თქვა დღეს სასამართლოში ივერი მელაშვილმა

ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პროკურატურა საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს - რა განაცხადა პროკურორმა