ავტორი:

"მცირე პერიოდში, სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მრევლი აღარ ეყოლება" - დეკანოზი ლევან მათეშვილი

"მცირე პერიოდში, სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მრევლი აღარ ეყოლება" - დეკანოზი ლევან მათეშვილი

თეოლოგიის დოქტორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი, თბილისის საბურთალოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან მათეშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მცირე პერიოდში, სამწუხაროდ, ეკლესიაში, რომელიც საქართველოში ოპერირებს და მართლმადიდებელი ჰქვია, მრევლი აღარ ეყოლება. ვინმეზე და რამეზე დაბრალებას აზრი არათუ აღარ ექნება, უკვე აღარ აქვს. გაგიგონიათ ებრძვიანო - მასონებიო, ლიბერალებიო, ბილ გეიტსებიო, მთელი სამყაროო, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეკლესიას ეშმაკთა ლეგიონები კი არა, არამედ საკუთრივ ეკლესიის შიგნით ქრისტეს გაუაზრებლობა, გაუცხოება და იგივე საერო ვნებათაღელვებით ცხოვრება დაუსვამს წერტილს.

ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის დედამიწაზე აუცილებლად იქნება ჭეშმარიტი ეკლესია, მცირე, მაგრამ მაინც იქნება. უბრალოდ არავინ დაგვპირებია, რომ ეს საქართველოშიც იქნება.

ასე მეთოდურად ეკლესიის განადგურება ჭეშმარიტად მხოლოდ ქრისტიანებს შეუძლიათ! ბიპოლარული პოზიციები ეკლესიის ისტორიაში სულ იყო, მაგრამ განსხვავებული აზრის, მაკრიტიკებელის, თუნდაც შეურაცხმყოფელად აზრების მადეკლამირებელის განკვეთა არ მახსენდება. ისტორიას ახსოვს დამსახურებულად და დაუმსახურებლად დასჯილები, მაგრამ 2000 წლოვან ეკლესიას რაც არ ახსოვს ეს კი ეპოქის გამოწვევების არა თუ გაუაზრებლობა, არამედ პრინციპული უგულებელყოფაა".

"დღეს უარესად ვარ, ვიდრე გუშინ... ძალიან მიჭირს საუბარი" - რას წერს კოვიდით ინფიცირებული თინა ხიდაშელი

"ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს "კანონის აღსრულების სახელით" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი მელიას დაკავებაზე?

"ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! - ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება სირხვილია" - რას წერს მიხეილ ჯანელიძე "ფეისბუქზე"