ავტორი:

"ჩვენ მეხუთე რაუნდისკენ სინათლის სიჩქარით არ მივდივართ" - რა განაცხადა კარლ ჰარცელმა მელიას საქმეზე?

"ჩვენ მეხუთე რაუნდისკენ სინათლის სიჩქარით არ მივდივართ" - რა განაცხადა კარლ ჰარცელმა მელიას საქმეზე?

მელიას საქმეზე ვრცელი კომენტარი გააკეთა ევროკავშირის წარმომადგნელობის ხელმძღვანელმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. ის შიშობს, რომ ამ საქმეს პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება უფრო ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას.

"თვითონ იურიდიულ ნაწილზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არის მიმდინარე საკითხი და ყველას მხრიდან პროცესისადმი პატივისცემა უნდა იყოს გამომჟღავნებული. რა თქმა უნდა, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში დავინახე, რომ პოლიტიკურ სივრცეში ტემპერატურა კვლავ ძალიან სწრაფად იმატებს. ვხედავ რისკს, რომ მოვლენების არსებული განვითარებითა და არსებული ტრაექტორიით, ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში. ვშიშობ, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება უფრო ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას.

რაც შეეხება არსებული სიტუაციის შემადგენლებს, რამდენიმე ხაზგასასმელი არგუმენტია. ამ შემთხვევაში ორი საკითხი მინდა წინ წამოვწიო, ერთია სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება“, - აღნიშნა ჰარცელმა.

"ჩვენ მეხუთე რაუნდისკენ არ მივდივართ", - ასე უპასუხა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად შეიძლება ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი ჩიხში შევიდეს.

კარლ ჰარცელი ეჭვობს, რომ მელიას საქმე საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას გაართულებს და კიდევ უფრო გადაწევს მეხუთე რაუნდის გამართვის თარიღს.

"რა თქმა უნდა, ეს ყველას ეჭვია. ვშიშობ, რომ უფრო ფართო შედეგები ექნება, რომელსაც ვხედავთ ორივე მხარის წარმომადგენელთა რეაქციებიდან. ეს დიალოგთან დაბრუნებისა და საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას უფრო გაართულებს. მე არ მაქვს ბროლის ბურთი, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შიში და მოდით, ვიმედოვნოთ, რომ ჩემს წინასწარმატყველებაში მართალი არ აღმოვჩნდები.

რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სინათლის სიჩქარით მეხუთე რაუნდისკენ არ მივდივართ. ამ უკანასკნელი კრიზისიდან და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გადაწევს მეხუთე რაუნდის თარიღს“, - განაცხადა ჰარცელმა.

"ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ" - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის აქციების გადადებაზე

"ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია...ოპერაციის დღეს მე ამაყი წამოვედი იქიდან" - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს