ავტორი:

ქართველი პოლიტიკოსი ქალების არაოფიციალური "დრეს კოდი" - ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი?

ქართველი პოლიტიკოსი ქალების არაოფიციალური "დრეს კოდი" - ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი?

ეს ქალები წლებია, რაც ეკრანზე, შეხვედრებსა თუ საზოგადოებაში მკაცრი, ოფიციალური სტილის სამოსით ჩანან. ნაწილი სხვადასხვა დროს პოლიტიკურ ამინდსაც ქმნიდა, ნაწილი წლებია, აქციებზე დგას - ყველა შემთხვევაში მათი პოლიტიკის მიღმა "დრეს კოდი" განსხვავებულია. წარმოგიდგენთ ქართველი პოლიტიკოსი ქალების არაპოლიტიკურ "დრეს კოდს".

  • ნინო ბურჯანაძე

20 წელზე მეტია ის საზოგადოებას მკაცრი სტილით, ერთი და იმავე ვარცხნილობით და მარგალიტებით ახსოვს, ბოლო წლებში კი, ჯინსებითა და სპორტული ფეხსაცმელებითაც ხშირად ჩნდება აქციებზე თუ წინასაარჩევნო შეხვედრებზე.

თუმცა, ვერ ელევა მის საყვარელ ბრენდს Chanel-ს და ხშირად იხილავთ ამ ბრენდის ჩანთით, შარფით თუ სხვა აქსესუარით.

  • თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური "დრეს კოდი" პიჯაკებს, კლასიკურ შარვლებსა და კაბებს მოიცავს, თუმცა თინა ბოკუჩავა თავისუფალ სტილსაც არაჩვეულებრივად ირგებს და ხშირად იხილავთ ჯინსის შარვლითა და სპორტული სამოსით.

  • თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ძალიან უყვარს მოგზაურობა, ხშირად უხვევს ოფიციალურ სტილს, მაგრამ ყოველთვის უკეთია საყვარელი საყურე.

  • თეა წულუკიანი

იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ამჟამად პარლამენტარის არაოფიციალურ სამოსში ხილვა თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა იყო დრო, როდესაც წულუკიანი სიამოვნებით ირგებდა ჯინსებს.

  • მარიამ ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სახე ცოტა ხნის წინ ქვეყნის ტურიზმს კურირებდა, თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციიდან პარტიის საპარლამენტო სიის ათეულში აღმოჩნდა და ახლა უკვე მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია.

31 წლის ქვრივიშვილი შეყვარებულია მოგზაურობაზე, Rolex-ის საათებზე. მისი ჩაცმის სტილი ძირითადად კლასიკურია და მას ხშირად იხილავთ პერანგებსა და პიჯაკებში, თუმცა ქვრივიშვილის ხილვა "ქეჟუალ" სტილის სამოსშიცაა შესაძლებელი.

  • ნინო წილოსანი

მილიონერი დეპუტატის არაოფიციალური სტილიც კი ნახევრად გლამურულია.

  • ეკატერინე ბესელია

მისი სტილი არავის ჰგავს. უყვარს ნათელი ფერები და საზოგადოების გაოცება.

  • სანდრა რულოვსი

მას სტილს მაშინაც უწუნებდნენ, როდესაც საქართველოს პირველი ლედი იყო, თუმცა ჩაცმის გამო კრიტიკა, სანდრა რულოვსს არასოდეს აღელვებდა.

  • ირმა ნადირაშვილი

ყოფილი რეპორტიორი, პოლიტიკაშიც არ ღალატობს ჩაცმის თავისუფალ სტილს, როგორც ჩანს, მისთვის მთავარი კომფორტია.

  • სალომე სამადაშვილი

ორეულები, შარფები, აქსესუარები - "ნაციონალური მოძრაობის" წევრს საზოგადოება ძირითადად კლასიკურ სამოსში ხედავს და ვფიქრობთ, ასეთ სალომე სამადაშვილს ბევრი თქვენგანი პირველად ნახავს.

  • ენძელა მაჭავარიანი

მისი ჩაცმის სტილი ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტში. ამის გამო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

  • სალომე ზურაბიშვილი

თუ ადრე საქართველოს პრეზიდენტის იმიჯი პიჯაკი, შარფი და მასიური სამკაული იყო, ახლა ამ უკანასკნელს ერიდება და სამკაულით იშვიათად ნახავთ.

პანდემიის პერიოდში, პრეზიდენტმა ზაფხულის არდადეგები მოიწყო მთელი საქართველოს მასშტაბით და მისი ჩაცმის სტილი სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად ხდებოდა განხილვის საგანი.

  • ელენე ხოშტარია

იმდენად ბევრ დროს ატარებს აქციებზე, რომ მისი ჩაცმის სტილიც შესაბამისია. ელენე ხოშტარიას ხშირად ნახავთ პიჯაკში, უფრო ხშირად ჯინსის შარვალსა და სპორტულ, დაბალძირიან ფეხსაცმელში.

  • ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ყველაზე ხშირად დადის ხალხთან შეხვედრაზე და ასეთი შეკრებებისთვის კი, ყველაზე მოსახერხებელი ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელია.

თეა წულუკიანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით - რაზე ისაუბრეს შეხვედრისას ლევან კობიაშვილმა და კულტურისა და სპორტის მინისტრმა?

როგორ ცნობდნენ ბებიები და ბაბუები ამინდის პროგნოზს ბუნებაზე დაკვირვებით - 11 ხალხური მეთოდი

"სიყვარული კორონას ჟამს": როგორ აღმოჩნდა რუსთავში "შეჩერებული წამი" ნიუ-იორკში? -  "ამ ფოტოზე მე და ჩემი შეყვარებული ვართ"