ავტორი:

"რატომ უნდა გითხრათ, რას ვაპირებ, რატომ გავუადვილო ცხოვრება გავრილოვ - ივანიშვილს?" - მელიას კომენტარი გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე

"რატომ უნდა გითხრათ, რას ვაპირებ, რატომ გავუადვილო ცხოვრება გავრილოვ - ივანიშვილს?" - მელიას კომენტარი გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე

"ნაციონალური მოძაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღეს მის მიმართ სასამართლომ, ყველა შემთხვევაში შიშით ნაკარნახევი იქნება.

როგორც მელიამ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საკუთარ გეგმებზე არ საუბრობს.

"ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს, (მიიღონ არა, გადაწყვეტილებას იღებენ, როცა მსჯელობენ, აანალიზებენ და აქედან გამომდინარე, დასკვნა გამოაქვთ და მერე განაჩენს წერენ). უბრალოდ, გააფორმებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურად უკვე მიიღო. ორივე შემთხვევაში, ეს შიშით ნაკარნახევი იქნება.

ორი გადაწყვეტილება იქნება - ერთი, მურუსიძის სასამართლოს პატიმრობას გააფორმებინებენ, რომელიც შიშით ნაკარნახევი იქნება და მეორე შემთხვევაში არდაპატიმრებაც ასევე შიშით განპირობებული და ნაკარნახევი იქნება. შიში რას გააკეთებინებს დღეს „ქართულ ოცნებას“, დაპატიმრებაზე სანქციას გამოატანინებს თუ პირიქით, დაველოდოთ და ვნახოთ....გეგმებზე არ ვსაუბრობ, გეგმებს ვახორციელებ. რატომ უნდა გითხრათ, რას ვაპირებ. რატომ უნდა გავუადვილო ახლა ცხოვრება გავრილოვ - ბიძინა ივანიშვილს", - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.

"აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით" - აშშ-ის მორიგი განცხადება

"როგორც მოვლენ "რობოკოპები", ისე წავლენ - ჩვენი შეშინება გამორიცხულია" - მელია ოფისის მიმდებარედ პოლიციის მობილიზებას ეხმაურება

"ეს გაამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას... მთავრობამ უნდა განმუხტოს სიტუაცია" - რას წერს იან კელი მელიას განაჩენზე?