ავტორი:

ქალაქ რენში დაკავებულია "ქართული მაფიის" 15 წევრი, მათ შორის კანონიერი ქურდები - რას წერს ფრანგული გამოცემა მასშტაბურ სპეცოპერაციაზე?

ქალაქ რენში დაკავებულია "ქართული მაფიის" 15 წევრი, მათ შორის კანონიერი ქურდები - რას წერს ფრანგული გამოცემა მასშტაბურ სპეცოპერაციაზე?

ფრანგული გაზეთ "ლე მონდში" (Le Monde) გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "რენში "კანონიერი ქურდები" დააკავეს - ქართული მაფიის 15 წევრი", რომელშიც გადმოცემულია ბრეტანის პროვინციის ქალაქ რენში პოლიციის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგები (ავტორი - რემი დიუპრე). გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

"პოლიციის სპეცოპერაციის "ნადავლი"თითქმის ორწლიანი გამოძიების შემდეგ რენის პროკურორმა ფილიპ ასტრიუკმა 16 თებერვალს "ორგანიზებული დამნაშავეობრივი ჯგუფის" ლიკვიდირება გამოაცხადა: "რუსულენოვანი" ქართული მაფიის 15 წევრი, ე.წ. კანონიერი ქურდები, ძარცვისა და მაფიურ დაჯგუფებებში "ფულის გათეთრების" გამო არიან დაკავებულნი. მათ რიცხვში ფიგურირებს "კანონიერი ქურდი", ანუ ორგანიზაციის მეთაური, "58 წლის მამაკაცი, რომელმაც ეს "წოდება" 1990-იან წლებში მიიღო. იგი ქალაქ ლა-როშ-სიურ-იენში ცხოვრობდა და ოთხ ჯგუფს აკონტროლებდა საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ბრეტანიდან აქვიტანიამდე. 9-10 თებერვალს სულ, 27 სავარაუდო დამნაშავე იქნა დაკავებული ოთხი დეპარტამენტის ტერიტორიაზე.

  • კლანური სტრუქტურა

"ჩრხრეკის შედეგების მიხედვით, კონფისკებული იქნა დიდი რაოდენობით მოპარული ნივთები - ტანსაცმელი, ინსტრუმენტები, სპირტიანი სასმელები, სუნამოები და ტყავის ნაწარმი, - აზუსტებს რენის პროკურორი, - გარდა ამისა, ამოღებულია 280 ბლოკი სიგარეტი, ალუმინის პაკეტები (რომლებსაც მაღაზიების საძარცვავად იყენებენ და ავტომობილ Peugeot-ის გასაღებები, მათი გატაცების მიზნით. აღმოჩენილი იქნა აგრეთვე გადაჭრილი თოფები და მასრები, ჯავშანჟილეტები... და ბოლოს, იპოვეს 5 ავტომობილი, დიდძალი ძვირფასეულობა და 53 ათასი ევრო, ნაღდი ფულის სახით".

როგორც საფრანგეთის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს პრეს-მდივანი, კომისარი სონია ფიბლი ამბობს, სისხლის სამართლებრივმა ოპერაციამ "კანონიერი ქურდების" დაჯგუფების "იერარქიული, პირამიდული და კლანური სტრუქტურა" გამოავლინა. რენის პროკურატურის მტკიცებით, "კანონიერი ქურდების" ორგანიზაცია პირველად 1920-იანი წლების რუსულ საპყრობილეებში ჩაისახა, შემდეგ კი იერარქიულ სტრუქტურად გარდაიქმნა, რომლის სათავეში იდგა ქურდი - "კლანის ლიდერი". გააგრძელეთ კითხვა

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე 13 პირი დააკავეს

არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ქუთაისში 65 წლის მამაკაცი დააკავეს

"8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს" - პროკურატურა სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დაზარალებულია კიდევ ერთი მოზარდი