ავტორი:

"როცა სასულიერო პირი ეტრფის სტალინს, ეს ნიშნავს, რომ მზადაა უსასტიკესი მეთოდებით ჩამოიშოროს სხვაგვარად მოაზროვნენი" - დეკანოზი

"როცა სასულიერო პირი ეტრფის სტალინს, ეს ნიშნავს, რომ მზადაა უსასტიკესი მეთოდებით ჩამოიშოროს სხვაგვარად მოაზროვნენი" - დეკანოზი

დეკანოზი თამაზ ლომიძე სტალინისა და მისი პერსონის მიმართ სასულიერო პირის დამოკიდებულების შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"როცა ქრისტიანი და მითუმეტეს სასულიერო პირი ეტრფის სტალინს, ეს ნიშნავს, რომ ის პრინციპში, თავადაც ქვეცნობიერად თუ ცნობიერად მზადაა დაჩაგროს, იძალადოს, გაანადგუროს, მოატყუოს, ხლართოს ინტრიგები და უსასტიკესი მეთოდებით გზიდან ჩამოიშოროს სხვაგვარად მოაზროვნენი და კრიტიკოსები, ითვალთმაქცოს, ტანჯვამდე და სიკვდილამდე გაწიროს ადამიანები, დაიმონოს სხვები, სძულდეს თავისუფლება და თვითონაც იყოს მონა.

სტალინის და მისი კულტის მიმართ სიყვარული და სიმპატია თავისთავად გულისხმობს ყველა ამ დანაშაულისათვის ფარულ მზადყოფნას. სხვაგვარად არ არსებობს, რადგან ყველა ამ ბოროტების "ვირტუოზულად" დამგეგმავი, შემოქმედი და უსასტიკესად ჩამდენი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე იყო თავად სტალინი. ამიტომაა სრულიად შეუთავსებელი და წარმოუდგენელი, რომ ქრისტიანი და მით უფრო სასულიერო პირი ხოტბას ასხამდეს და ეტრფოდეს ამ დიდ ტირანს".

"სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ პროცესმა დატვირთა ცოდვებით და წარმატებებით" - ხუხაშვილი

გახარიას გამოსამშვიდობებელი "სელფი" "ფეისბუქზე" რეკორდს ხსნის

გიორგი გახარია თანამშრომლებს დაემშვიდობა - ფოტო მთავრობის ადმინისტრაციიდან