ავტორი:

"მგონი, გახარიაც გერმანიაში დააწვება" - გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებული სახალისო გამოხმაურებები "ფეისბუქიდან"

"მგონი, გახარიაც გერმანიაში დააწვება" - გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებული სახალისო გამოხმაურებები "ფეისბუქიდან"

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომა საზოგადოებისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. უკვე ყოფილი პრემიერის განცხადებით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

"იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან" - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას გადადგომას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ზოგიერთმა კი, ამ ამბის შესაფასებლად, ტრადიციულად იუმორი მოიშველია. გადავხედოთ "ფეისბუქში" პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებულ სახალისო პოსტებს:

გიორგი ჯანელიძე: - ვერ გავიგე. მელია დამთავრდა თუ გახარია?

შოთა უტიაშვილი: - გახარიამ, მე არა ვარ გავრილოვიო

ირაკლი გაფრინდაშვილი: - გაიმარჯვა მეგრელობამ

ნიკა გვარამია: - ყოველთვის ყველაფერი მეგრელების საკეთებელი რავაა ამ ქვეყანაში.

დათო გორგილაძე: - ნუ დაგვავიწყდება, რომ ტრამპი სამსახურს ეძებს. ...ლოგიკურად, ვაკანსია უნდა დაიდოს JOBS.GE-ზე.

კახა მამულაშვილი: - წლის ტრიუკი

გიორგი ხარაიშვილი: - მგონი, გახარიაც გერმანიაში დააწვება

ნანუკა ჟორჟოლიანი: - გახარია გადადგა?! wtf ? ბიძინას ძაან პომპეზური დაბადების დღე გამოუვიდა...მეგრელი მაინც მეგრელია რა. იცის, რა დროს წავიდეს და როგორ წავიდეს. აბა ბატონო ბიძინა, ირაკლი კობახიძეს თუ დანიშნავთ პრემიერად, პირობას ვდებ, რომ შემიყვარდებით.

თბილისის რომელ უბნებს და რა ხნით შეეზღუდება ელექტროენრეგიის მიწოდება?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

ლაშა ნაცვლიშვილი  POST TV-ს ხელმძღვანელად ბრუნდება