ავტორი:

"დარჩა ერთი ნაბიჯი საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად - ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა" - სოსო გოგაშვილი

"დარჩა ერთი ნაბიჯი საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად - ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა" - სოსო გოგაშვილი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის თემას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად ვადამდელი არჩევნებია საჭირო.

აღნიშნულთან დაკავშირებით გოგაშვილი პოსტს "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"გაქცეულზე მიყოლება არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ ამ კრიტიკულ დროს წასვლა( გაქცევა) ისევ ხაზს უსვამს არაგუნდურობას ოცნებაში. ზოგადად კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და წავიდა, მაგრამ ზუსტად დღეს?

თუმცა პასუხი გასაცემია საზოგადოებისთვის იმ პრობლემებზე, რაც მისმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. დარჩა კიდევ ერთი ნაბიჯი, საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად-2021 ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა. ცრუ კერპების დანგრევა გრძელდება" - წერს გოგაშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ერთ კვირაში გერმანიაში დასაქმებისთვის სააპლიკაციო ფორმა 87 000-მდე ადამიანმა შეავსო

"იციან რა პირობებში ცხოვრობენ? რომ თვეში 300 ევროს იხდიან საწოლში?" - რას წერს გერმანელი არქიტექტორი გერმანიაში მიგრანტების სამუშაო პირობებზე

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში?