ავტორი:

რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გიორგი გახარიას გადადგომაზე

რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გიორგი გახარიას გადადგომაზე

რუსული მედია და ინტერნეტმომხრებლები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. მათი ნაწილის მოსაზრებით, ქვეყანა, ახალი დიდი ნაბიჯისთვის ემზადება, სხვები მიიჩნევენ, რომ "საქართველოს დამოუკიდებლად არსებობა ჯერ კიდევ უჭირს".

"სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ოპოზიციის ლიდერს, ნიკანორ მელიას პატიმრობა შეუფარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. უფრო ადრე, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომ მელიას დაკავება არ დაეშვათ...

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არჩევნების შემდეგ გამწვავდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. გახარიამ პრემიერის პოსტი დანიშვნიდან ორი თვეში დატოვა და მან ეს გადაწყვეტილება მელიას დაკავებასთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული მოსაზრების გამო მიიღო... მისივე თქმით, მელია უნდა დაეკავებინათ მაშინ, როდესაც სხვა რისკები გამორიცხული იქნებოდა" - წერს Deutsche Welle-ს რუსული ბიურო. გამოცემის ცნობით, არ არის გამორიცხული, ქვეყანაში ახალი არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს.

საქართველოს პრემიერის გადადგომაზე წერს კიდევ ერთი რუსული გამოცემა Взгляд.ру - "გახარიამ თავისი გადადგომით ქვეყანაში მოსალოდნელი ქაოსი აირიდა... თავის დროზე, ორი წლის წინ, ოპოზიციის ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისში ანტირუსული აქციების მობილიზება შეძლო. მან უკვე ისაუბრა ახალი არჩევნების დანიშვნაზე და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ხელისუფლებასთან სასაუბროდ, ოპოზიცია მზად არის".

"პრემიერის უარი - რატომ გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Известия. გამოცემის ცნობით, გახარიას გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. მან გადაწყვეტილების მიზეზად გუნდში არსებული უთანხმოება დაასახელა, რომელიც მმართველ პარტიაში ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას მოჰყვა.

Известия წერს, რომ "გახარიას გადადგომის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა ლიეტუვას ელჩი ანდრიუსს კალინდრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პრემიერმა იმიტომ მიიღო, მისთვის "ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანია".

საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესები აქტიური განხილვის თემაა რუსულ ინტერნეტსივრცეში.

"მთავარია, ახლა საქართველო უკან არ დაბრუნდეს და შექმნილი კრიზისიდან გამოსვლით დაამტკიცოს, რომ ნამდვილად ადგას დემოკრატიის შეუქცევად გზას და ცივილური გზით შეუძლია პრობლემის მოგვარება... ვფიქრობ, ქართული პოლიტიკური სპექტრი აცნობიერებს, რომ თუნდაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის გამო, საჭიროა სიმშვიდესა და სტაბილურობაზე კონცენტრირება. ამ ქვეყანას გამოწვევები არ აკლია და იმედია, შეცდომებზე სწავლის უნარიც შესწევს..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ნადეჟდა კარიუგინა.

"ოპოზიციის ლიდერის დაკავების გადაწყვეტილებას, ისე, რომ ჯერ არც აღსრულებულა, ქვეყნის პირველი პირის გადადგომა მოჰყვა. ძნელია, პარალელი გაავლო, რუსეთსა და საქართველოს შორის განვითარებულ პოლიტიკური პროცესებს შორის - რუსეთში, ნავალნი მოწამლეს, ეს ბერლინმა დაამტკიცა, ის რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს, რასაც დღემდე თან ახლავს მასშტაბური აქციები და ამ აქციების დარბევები, ამას კი ახლავს დასავლეთის გაფრთხილებები და მწვავე კრიტიკა, თუმცა, პუტინის მთავრობა განაგრძობს მუშაობას, ვითომ არაფერი. საქართველო, ახალი ნაბიჯისთვის ემზადება, ჩვენ სად ვართ, ვხვდებით ალბათ. "მიყვარს" ჩემი ქვეყანა, ჩვენ რამ უნდა შეგვაცვლევინოს კურსი..." - მიაჩნია კიდევ ერთ ინტერნეტმომხმარებელს ალექსეი რებკინს.

"წელიწადში იმდენი პოლიტიკური ცვლილება აქვთ საქართველოში, არ მგონია ეს დემოკრატიის ნიშნები იყოს... საქართველო სულ უფრო ამტკიცებს, რომ მისი დამოუკიდებლობა მყიფეა და ეს ეტყობა მის ეკონომიკასაც და საგარეო მიმართულებასაც" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ფსევდონიმით "ფრედერიკ რომანოვ უმნი".

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება, ეს საკითხი დახურულია!" - ღარიბაშვილი

ალეკო ელისაშვილი ღარიბაშვილს: "რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი კვლავ გაპრემიერების შემთხვევაში, "ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში" თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან?"