ავტორი:

რა ქონებას ფლობს მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2020 წლის 30 ოქტომბერს შეავსო

რა ქონებას ფლობს მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2020 წლის 30 ოქტომბერს შეავსო

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, რამდენიმე საათშივე "ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ცნობისთვის, მთავრობაში მეორედ მობრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერად წარდგენამდე მთავრობის კაბინეტში თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წელს დატოვა, 2019 წელს კი თავდაცვის მინისტრად დაბრუნდა.

"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ღარიბაშვილი. მან ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 30 ოქტომბერს შეავსო.

როგორც მის მიერ შევსებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, თავდაცვის მინისტრი ფლობს: 121,8 კვ.მ ბინას და 16 კვ.მ ავტოფარეხს თბილისში, რაშიც 2009 წელს ჯამში 110 000 ლარი გადაიხადა. ასევე, 2011 წელს შეძენილ 170 კვ.მ და 159 კვ.მ ბინებს, 38 კვ.მ და 11 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართებს თბილისში, მოსეშვილის ქუჩაზე, რომელთა ჯამური ღირებულება 432 700 ლარს შეადგენს. დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა აუდი A8 (გამოშვების წელი 2019), რაშიც 75 620 ევრო გადაიხადა.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების საკუთრებას, ირაკლი ღარიბაშილის მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილის სახელზეა 1530 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს სასესხო ხელშეკრულებით 76 500 აშშ დოლარად შეიძინა. ასევე, ნუნუ თამაზაშვილის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა RANGE ROVER VELAR (გამოშვების წელი 2018), რომლის ღირებულება 46 000 ევროს შეადგენს. იხილეთ სრულად

ცნობილია, რომ ღარიბაშვილის გატაცება ძვირადღირებული საათებია. 2020 წლის მარტში "რადიო თავისუფლებამ" ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გამოავლინა, რომ თავდაცვის მინისტრის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ის და მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს, თუმცა ეს საათები პრეიერის ბოლო დეკლარაციაში ვერ მოხვდა.

"სად არის ბადრი ესებუა - საქართველოშია, თუ დატოვა ქვეყანა იმ ხურჯინით, რომელშიც 500 000 დოლარი ჩავუწყვეთ" - ელისაშვილი გომელაურს

ეკატერინე ტიკარაძე შრომით მიგრაციაზე - შემდეგი ქვეყნები, რომლებიც მოლაპარაკების რეჟიმში გვყავს, არის საფრანგეთი, საბერძნეთი და ისრაელი

მიხეილ ჩხენკელი საქართველოში კოსმოსური სააგენტოს აღდგენას გეგმავს