ავტორი:

REDMED საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს ქვეყანაში ციფრულად აბრუნებს

REDMED საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს ქვეყანაში ციფრულად აბრუნებს

დღეიდან REDMED-ი საქართველოს ფარგლებს სცდება და ახალი, ინოვაციური პროექტის ფარგლებში გთავაზობთ ვიდეო კონსულტაციის შესაძლებლობას საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან. პროგრამაში ჩართულნი არიან სხვადასხვა მიმართულების გამოცდილი პროფესიონალები მედიცინის დარგში ისეთი წამყვანი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია და ამერიკა:

● გინეკოლოგი - პაატა სარია | გერმანია

● რადიოლოგი - ლევან ღლონტი | გერმანია

● უროლოგი - ოთო ბუხრაშვილი | გერმანია

● ნევროლოგი - ნატო გუგუშვილი | გერმანია

● გინეკოლოგი - სოფო იზორია | გერმანია

● ინფექციონისტი - გიორგი კურდღელაშვილი | ამერიკა

● პედიატრი - ანა დათუნაშვილი | ამერიკა

● ბავშვთა ონკოჰემატოლოგი - ნატა ნეფარიძე | ამერიკა

● ნევროლოგი - დავით ტყეშელაშვილი | ამერიკა

ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის დროს სრული ინფორმირება დიაგნოზისა და პროგნოზის შესახებ ადამიანის უფლებაცაა და საუკეთესო გამოსავლის საწინდარიც. საზღვარგარეთ მეორეული აზრის მოძიების პროცესი შეიძლება საკმაოდ დამღლელი, დიდ დროსა და ხარჯებთან დაკავშირებული იყოს. REDMED-თან ერთად კი ამ ყველაფერზე ნერვიულობა აღარ მოგიწევთ - დისტანციურ კონსულტაციას ექიმებთან საზღვარგარეთ მარტივად გაივლით.

ვიდეო კონსულტაციაზე ჩაწერა სასურველ სპეციალისტთან, როგორც REDMED-ის აპლიკაციით, ისე ვებ-გვერდითაა შესაძლებელი.

კონსულტაციის დაჯავშნამდე, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თითოეული სპეციალისტის პროფილს გაეცნოთ, მათ შორის, სხვა მომხმარებლების მიერ დატოვებულ შეფასებებსაც.

REDMED საქართველოში პირველი ციფრული სამედიცინო პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს რამდენიმე სერვისს სწრაფად და მარტივად აწვდის. REDMED-ით შეგიძლია:

● ექიმთან ვიდეო და სატელეფონო კონსულტაცია

● ექიმის სახლში გამოძახება

● აფთიაქის სახლში გამოძახება

● ლაბორატორიული კვლევები

ჩვენ ვზრუნავთ, რომ ნებისმიერმა მომხმარებლემა სასურველი სამედიცინო მომსახურება რაც შეიძლება კომფორტულად და დროულად მიიღოს.

R

რა უნდა ვიცოდეთ სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებებისა და მათი მკურნალობის შესახებ?

„ნენას“ ბიო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის სტატუსი მიენიჭა

„მიწოდება ჯერ მხოლოდ საქართველოს 80%-ში, ხოლო მალე დანარჩენ 20%-შიც“ – Order24-ის კამპანია ოკუპაციის შესახებ