ავტორი:

"ხშირად მწერენ, შეირგე ბავშვობაო... ბევრი რაღაც პატარა ასაკიდანვე ვისწავლე" - როგორ ზრუნავს გარეგნობაზე რუსკა ქარქაშაძე და რას საყვედურობენ სოციალურ ქსელში

"ხშირად მწერენ, შეირგე ბავშვობაო... ბევრი რაღაც პატარა ასაკიდანვე ვისწავლე" - როგორ ზრუნავს გარეგნობაზე რუსკა ქარქაშაძე და რას საყვედურობენ სოციალურ ქსელში

რუსკა ქარქაშაძე 12 წლის იყო, როცა ტელემაყურებელმა სერიალიდან - "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო. ახლა უკვე 17 წლისაა და კიდევ უფრო აქტიურად მუშაობს. შესაბამისად, გარეგნობაზეც იმაზე მეტად ზრუნავს, ვიდრე მისი თანატოლების უმრავლესობა...

- შეიძლება, ვიღაცებისთვის გემოვნებიანი ადამიანი ვიყო, ვიღაცებს კი ასე არ მიაჩნდეთ... საერთოდ, ამ საკითხს ძალიან სუბიექტური გაგება აქვს. პირადად მე, როგორც უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ყველაფერს ისე ვაკეთებ.

- ყველაზე ხშირად, რჩევებს რასთან დაკავშირებით გეკითხებიან?

- სხვათა შორის, "ინსტაგრამზე" სრულიად უცხო ადამიანები საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ რჩევებს მეკითხებიან. მაგალითად - ბიჭი ძალიან მომწონს, მაგრამ ვერ ვეუბნები. როგორ მოვიქცეო?.. რაღაცებს ვურჩევ, ვესაუბრები... არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ასეთი რაღაცები მკითხონ, რადგან ამ საკითხში თავი ძალიან კომპეტენტური არა მგონია. მაგრამ ფაქტია, რომ მათგან დადებითი პასუხები მსიამოვნებს - დიდი მადლობა, რჩევებით ძალიან დაგვეხმარეო."ხმამაღალი" ნათქვამი გამომდის, მაგრამ მართლა ბევრს ვეხმარები: მეც და ჩემს მეგობრებსაც გვიკვირს, როცა შეტყობინებებს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით მიგზავნიან - ჩემი აზრი აინტერესებთ, თუ რას ვურჩევ ამა თუ იმ სიტუაციაში...

- თავად შენთვის პირად საკითხებში ვინ არის მრჩეველი?

- მშობლები. მათ ჩემ შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იციან. ასევე დავასახელებ ჩემს დას და ახლო მეგობრებს. სხვათა შორის, სულ 2 ძალიან ახლო მეგობარი მყავს, ვისაც შემიძლია, ნებისმიერ საკითხზე რჩევა ვკითხო.

- ახლო მეგობრებს შორის რომელიმეს შენგან რადიკალურად განსხვავებული იმიჯი, ცხოვრების სტილი აქვს?

- საერთოდ, მეგობრები მაშინ ხართ, როცა საერთო ინტერესები გაქვთ, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებით. მე და ჩემი ძალიან ახლო მეგობრები "ერთ ტალღაზე" ვართ. შესაბამისად, რადიკალურად არ განვსხვავდებით. თუმცა ცხადია, ხასიათი ყველას ერთნაირი ვერ გვექნება. შეიძლება, ზოგჯერ გემოვნების საკითხშიც განსხვავებული აზრი გვქონდეს... ასევე, მყავს ისეთი მეგობრები და ნაცნობები, რომლებსაც ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი აქვთ. ამაში უცნაური არაფერია: რამდენი ადამიანიც არის, იმდენნაირი გემოვნება და აზრი არსებობს.

- მიუხედავად იმისა, რომ მოზარდი ხარ, ხშირად იკეთებ მაკიაჟს, იცვლი ვარცხნილობას... ამას საქმის გამო აკეთებ თუ მოგწონს კიდეც?

- გადაღებების გამო, ყოველდღე მძიმე მაკიაჟის გაკეთება მიწევს. ვერ ვიტყვი, ამ პროცესზე ვგიჟდები-მეთქი და სახის კანისთვისაც არ არის კარგი. შესაბამისად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუკი მეგობრებთან ერთად ვარ, სახეზე საერთოდ არაფერს ვისვამ... პასუხისმგებლობადაც მიმაჩნია: როცა ადამიანი ტელეეკრანზე ჩანხარ, ყველანაირად უნდა ეცადო, მოწესრიგებული იყო... იმიჯს რაც შეეხება, ხშირად არ ვიცვლი. უბრალოდ, გარეგნობაზე ზრუნვას ნამდვილად ბევრ დროს ვუთმობ. თავადაც მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები.

ამ მხრივ, ჩემი და ჩემგან განსხვავებულია: მაგალითად, ფრჩხილის დიზაინს 2 კვირაში ერთხელ თუ ვიცვლი, ის ასე არ იქცევა. თავს ვალდებულადაც მივიჩნევ, ეს ყველაფერი გავაკეთო, თუნდაც - ტელევიზიის, სოციალურ ქსელებში აქტიურობის გამო, მაგრამ პირველ რიგში - იმიტომ, რომ თავადაც მომწონს. ერთადერთი, რაც ცოტათი დისკომფორტს მიქმნის, მაკიაჟია, რადგან კარგად ვიცით, ამას რა უკუჩვენებები აქვს. შემდეგ სახის კანზე განსაკუთრებული ზრუნვა მიწევს... არა უშავს. ჩემს პროფესიას ეს სჭირდება, სხვა გზა არ არის.

- საზოგადოებამ ხუჭუჭთმიან გოგონად გაგიცნო. ბოლო დროს სწორი თმით ხშირად ჩნდები. მგონი, სიგრძეც დაიმოკლე...

- მთელი ცხოვრება ხუჭუჭა ვარ და საზოგადოებამაც ასე გამიცნო. ერთფეროვნება ცოტათი მომბეზრდა და გადავწყვიტე, თმა გამესწორებინა. მომეწონა. ამიტომ ბოლო დროს უფრო ხშირად, სწორ თმას ვატარებ.

- როგორ ფიქრობ, თანატოლებისგან მკვეთრად რა განგასხვავებს?

- არ მიმაჩნია, რომ ვინმესგან განვსხვავდები. ისეთივე მოზარდი ვარ, როგორიც ჩემი თანატოლები არიან. ალბათ, პროფესიის გამო, დროზე ადრე გაზრდამ მომიწია. ეს ჩემი ბრალი არაა, ასე მოხდა. მაგალითად, 12 წლიდან გადაღებებში აქტიურად ვმონაწილეობ. დღე და ღამე ვმუშაობდი, როცა ჩემი და და ახლო მეგობრები ერთობოდნენ - შეიძლება, თანატოლებისგან მხოლოდ ამით განვსხვავდები...წაიკითხეთ სრულად