ავტორი:

გახარიას გამოსამშვიდობებელი "სელფი" "ფეისბუქზე" რეკორდს ხსნის

გახარიას გამოსამშვიდობებელი "სელფი" "ფეისბუქზე" რეკორდს ხსნის

გიორგი გახარია დღეს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს დაემშვიდობა და შეხვედრის ამსახველი სელფი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

პოსტმა სულ რამდენიმე წუთში მოწონების, გაზიარებისა და კომენტარების რეკორდული მაჩვენებელი დააგროვა. 30 წუთში ფოტომ 55 ათასი ლაიქი, 2 ათასზე მეტი გაზიარება და 6 ათასამდე კომენტარი დააგროვა. მათი რაოდენობა ყოველ წუთს მატულობს.

ცნობისთვის, მსოფლიოს ყველაზე პიპულარული და მეტი მოწონების მქონე სელფი 2014 წელს ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე წამყვანმა ელენ დეჯენერესმა გადაიღო და მას ორ მილიონზე მეტი მოწონება აქვს.

"დავრჩით ერთის გამოტოვებით, როგორ ვიყოთ? გაუსაძლისია, ღმერთო" - რას წერს ეკატერინე ტოგონიძე ნინო შუბლაძის დის გარდაცვალებაზე

"ეს მისი ბოლო ცეკვა საავადმყოფოში... იქედანაც გვამხნევებდა" - რას წერს ნინო შუბლაძე გარდაცვლილი დის შესახებ

კახა კალაძემ საკუთარი თავი გააშარჟა