ავტორი:

გიორგი გახარიას და მისი მეუღლის უცნობი ფოტო, რომელიც “ფეისბუქზე” ვრცელდება

გიორგი გახარიას და მისი მეუღლის უცნობი ფოტო, რომელიც “ფეისბუქზე” ვრცელდება

ჟურნალ OK-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკო წერეთელი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას და მისი მეუღლის წლების წინანდელ ფოტოს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, ფოტო მათ ივენთზეა გადაღებული.

"ყველას ივენთებზე კი არ დადიოდა" - წერს მაიკო წერეთელი.

გიორგი გახარიას მეუღლე მარიკა ფანცულაიაა. წყვილს 11 წლის ანნა ჰყავს. მარიკა ფანცულაია პროფესიით ექიმ-ბაქტერიოლოგია და "ავერსის" ცენტრალურ ფილიალში მუშაობს, რის თაობაზეც ინფორმაცია კლინიკის ვებგვერდზე იძებნება.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა.

როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. პრემიერ-მინისტრის პოსტზე "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

ამირან გამყრელიძე ჩინური "სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

ამირან გამყრელიძე ხვალ "სინოფარმის" ვაქცინით აიცრება