ავტორი:

"სასიამოვნო ამბავი მაქვს... კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს, მავნე კი არა, სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს" - გიორგი ღოღობერიძე

"სასიამოვნო ამბავი მაქვს... კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს, მავნე კი არა, სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს" - გიორგი ღოღობერიძე

ონოკოლოგი, Usmle მოსამზადებელი ცენტრის დამფუძნებელი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც ფეისბუქ-ლექციების საშუალებით საზოგადოებას უამრავ რჩევას აძლებს, ამჯერად კიდევ ერთი სიახლის შესახებ გვამცნობს.

მისი ინფორმაციით, კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს, მავნე კი არა, პირიქით, სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთი ადამიანისთვის.

აღნიშნულ ამბავს ღოღობერიძე ბრიტანელ ონკოლოგებზე დაყრნობით ავრცელებს.

"მაქვს ძალიან საიტერესო სიახლე, რომელიც ბრიტანელმა ონკოლოგებმა გაავრცელეს. მათი აზრით, კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს, მავნე კი არა, პირიქით, სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთი ადამიანისთვის. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და საჭიროებს გადამოწმებას.

ამბავი ძალიან სასიამოვნოა. რამდენიმე საათის წინ დაიდო სტატია. ბრიტანელმა ონკოლოგებმა ნახეს, რომ 61 წლის მამაკაცს, რომელსაც ჰქონდა სიმსივნე (ჰოჯკინის ლომფომა), კოვიდინფექციის შემდეგ, ამ ადამიანს მდგომარეობა კი არ დაუმძიმდა, პირიქით, სიმსივნე, სპონტანურად რეგრესირდა, თითქმის აულაგდა.

ამ მამაკაცს 2020 წლის თებერვალში დაუდგინდა ჰოჯკინის ლიმფომა. ამ ლომფომის დროს უთავრდესად კვანძები ზიანდება. მას ჰოჯკინის ლიმფომას მესამე სტადია დაუდგინდა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა.

თებერვალში ხომ დაუდასტურდა ლიმფომა და მარტში დაუდასტურდა კოვიდი… კლინიკაში დაწვა 11 დღის განმავლობაში, მას ჩაუტარდა სიმპტომური თერაპია და გაწერეს გაწერიდან 4 თვეში ამ ადამიანის თითქმის ყველა ლიმფური კვანძი ზომაში იყო შემცირებული“.- აცხადებს ღოღობერიძე მორიგ ვიდეომიმართვისას.

"სანამ ჯერ კიდევ დროა,  გავათავისუფლოთ სტაციონარები "წამოწოლილი" პაციენტებისგან!" - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის "დელტა“ შტამით ჩვილი გარდაიცვალა

"როცა გამოაცხადეს, ორი გრან-პრი იქნებაო, იმედი მომეცა, რომ ერთ-ერთი მე ვიქნებოდი" - ზუგდიდური "ART-კოლხის“ ამბები