ავტორი:

"სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ პროცესმა დატვირთა ცოდვებით და წარმატებებით" - ხუხაშვილი

"სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ პროცესმა დატვირთა ცოდვებით და წარმატებებით" - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ის შანსი, რომელიც გიორგი გახარიას გადადგომამ გააჩინა. ექსპრემიერის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე პოსტს ხუხაშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"ორზე ცოტა მეტი სიტყვა გახარიას ლაიქებსა და დისლაიქებზე. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენში მხოლოდ პოლიტიკური ელიტა კი არა, მთელი საზოგადოებაა პოლარიზებული და რადიკალიზებული.

შუა აქაც გაკრეფილია - ან ანგელოზი ხარ, ან უკანასკნელი ნაძირალა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვწუწუნებთ და ცვლილებებს ვითხოვთ, რეალურად არაფრის შეცვლა არ გვინდა.

სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ ისტორიულმა პროცესმა ის დატვირთა როგორც ცოდვებით, ასევე წარმატებებით. ჩვენც მას, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, ასე უნდა შევხედოთ, მთელი თავისი სირთულეებით და არა ზედაპირულად, პლაკატურად ვაფასოთ საკუთარი შეხედულებების, ან პოზიციების შესაბამისად.

ფაქტი ერთია - მისმა დღევანდელმა ნაბიჯმა გააჩინა პოლიტიკური პროცესის კორექტირების შანსი უკეთესობისკენ. ანუ, კრიზისიდან გამოსვლისთვის მან გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ხელისუფლებიან, ოპოზიციანად.

ჩვენ კი ნაცვლად იმისა, რომ ეს შანსი დავინახოთ და გამოვიყენოთ, მისი ძველი ცოდვების განხილვით ვართ დაკავებული, ან მისი პერსონით აღფრთოვანებული.

მეგობრებო, მისი დღევანდელი ნაბიჯის დაფასება არ ნიშნავს ძველი ცოდვების განულებას. მისი პლიუსების და მინუსების სალდო შედგება და დავინახავთ რა გადაწონის. ახლა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ შანსი, რომელიც მისმა გადადგომამ გააჩინა. ეს არის მთავარი" - წერს ხუხაშვილი.

"კაცების კაცის" ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით..." - რას წერს ბაია პატარაია ბასილაშვილის ფედერერზე გამარჯვების შემდეგ

"გუშინ რომ ჩააბეტონეს და დღეს ზენიტამდე აიყვანეს..." - როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის ისტორიულ გამარჯვებას "ფეისბუქზე"?

"ჯერ კიდევ შეგიძლია მითხრა - "მე გავდივარ პოლიტიკიდან, ერთად დავამთავროთ", ახლაც გამოგყვები" - ხუხაშვილი ივანიშვილს მიმართავს