ავტორი:

"პოლიტიკა ყველაზე "პერსპექტიული" რამაა ხალხის სიყვარულის დასაკარგად" - ვიქტორ სანიკიძის გზა კალათბურთიდან ქართულ "დრიმ თიმში"

"პოლიტიკა ყველაზე "პერსპექტიული" რამაა ხალხის სიყვარულის დასაკარგად" - ვიქტორ სანიკიძის გზა კალათბურთიდან ქართულ "დრიმ თიმში"

ამერიკული "დრიმი" არ გამოვიდა. სამაგიეროდ, საქართველოში გახდა "ოცნების გუნდის" და პარლამენტის წევრი. გამოცდილებასა და კავშირებს ქართული სპორტის დასახმარებლად გამოიყენებს და იმედი აქვს, რომ პოლიტიკიდან მეტსახელის გარეშე წავა. კალათბურთიდან პარლამენტში გადაბარგების შემდეგ ვიქტორ სანიკიძეს მედიასთან არ ულაპარაკია.

"კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოთამაშეს კალათბურთზე, ახალ საქმიანობაზე, უახლოეს გეგმებზე, თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ:

- საქართველოს გარდა, შვიდი ქვეყნის ცხრა კლუბში გითამაშიათ და, ბუნებრივია, ბევრი რამ ისწავლეთ განსხვავებული ტრადიციების, კულტურის, ენის მქონე ხალხებისგან. რა იყო მთავარი, რაც ლეგიონერობამ მოგცათ?

- უცხო ქვეყანაში მარტო ცხოვრება აშშ-ის "ჯუნიორ კოლეჯში" ყოფნისას ვისწავლე. ბევრი სირთულის მიუხედავად, დამოუკიდებლობას სწორედ ამერიკაში მივეჩვიე და შემდეგ არც ერთ ქვეყანაში არ გამჭირვებია. ბევრი უცხოელი მეგობარიც შევიძინე, ლეგიონერობის კიდევ ერთი დადებითი მხარე კი უცხო ენების შესწავლაც არის. სწორედ ჩემი კარიერის დამსახურებაა, რომ ინგლისურსა და რუსულთან ერთად დღეს მეტ-ნაკლები წარმატებით შემიძლია ლაპარაკი იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ, ბერძნულ ენებზე. ესტონური და თურქული სიტყვების მარაგიც მაქვს.

- თუმცა ახალ საქმიანობაში ყველაზე ხშირად ქართულად მოგიწევთ ლაპარაკი. "ქართული ოცნების" პროპორციული სიით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მალევე დათანხმდით?

- საბერძნეთში ვიქნები "არისის" სპორტული დირექტორი, იტალიაში მწვრთნელი თუ საქართველოში პარლამენტარი, ჩემი მიზანი მხოლოდ ერთია - წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება სამშობლოს მოვახმარო. საზღვარგარეთ თხუთმეტი წელიწადი ვიცხოვრე და არ მინდა ჩემი შვილიც უცხოეთში გაიზარდოს, ბებია-ბაბუას, ნათესავებს, ჩემი მეგობრების შვილებს იშვიათად ნახულობდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით "ქართული ოცნების" შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია. უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობა კარგი შესაძლებლობაც არის, რომ შენს ქვეყანას გამოადგე.

- მთელი კარიერის განმავლობაში 13-ნომრიანი მაისურით ითამაშეთ. ცხადია, პარტიულ სიაში მე-13 ნომრად ყოფნაც "შემთხვევითი" არ ყოფილა.

- თუ დამიჯერებთ, წინასწარ არც ვიცოდი, პირველ ათეულს წარადგენდნენ, ოცეულს, თუ მთელ სიას. მხოლოდ პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე პარტიის ოფისში საორგანიზაციო საკითხებზე სალაპარაკოდ მისულმა შევიტყვე სიაში ჩემი რიგითი ნომრის შესახებ და ეს სიმბოლურ ჟესტად, დაფასებად და პატივისცემად მივიღე, რისთვისაც თქვენი გაზეთის მეშვეობითაც ვეუბნები მადლობას ჩვენს გუნდს.

- რას უპასუხებთ მათ, ვინც ფიქრობს, რომ პარლამენტში არ არის სპორტსმენების, მუსიკოსებისა თუ მსახიობების ადგილი?

- ერთ-ერთი პასუხი ისაა, რომ პარლამენტში სპორტის კომიტეტიც არის! დარგობრივი კომიტეტები საჭირო რომ არ იყოს, საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ იურისტები იმუშავებდნენ. რადგან არსებობს, სპორტის კომიტეტში სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლები უნდა მუშაობდნენ. ისევე როგორც კულტურის, მეცნიერების, ჯანდაცვისა თუ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებშია აუცილებელი შესაბამისი დარგების სპეციალისტების ყოფნა.

- რუსულ კლუბში თქვენც გითამაშიათ და სხვებსაც, მაგრამ მოსკოვის ცსკა-ში თორნიკე შენგელიას გადასვლას საქართველოში მაინც განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა...

- მე ის ვიცი, რომ არც თორნიკეს, არც მე და არც ერთ ქართველს არ გაუხარდა თოკოს ცსკა-ში გადასვლა! მაგრამ არის ბევრი ნიუანსი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღო. "ბასკონიაში" დარჩენა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. საუკეთესო სეზონის და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ თორნიკეს კარიერის NBA-ში გაგრძელების შანსიც ჰქონდა, მაგრამ პანდემიის გამო ეროვნული საკალათბურო ჩემპიონატი ნოემბრამდე გაიწელა, სეზონის დასრულებამდე კი ახალ მოთამაშეს ვინ დაიმატებდა? გამოდის, ივლისიდან ნოემბრამდე თოკო უგუნდოდ უნდა ყოფილიყო და ამერიკულ ვარიანტს დალოდებოდა. განაგრძეთ კითხვა