ავტორი:

"საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი" - როგორ ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძის თავისუფლების ორდენით დაჯილდოებას

"საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი" - როგორ ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძის თავისუფლების ორდენით დაჯილდოებას

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოებას ეხმიანება. როგორც სააკაშვილი წერს, ორდენი მან დააწესა და ის ქართველ გმირებს უნდა მინიჭებოდათ.

"ეს ორდენი ჩემი ინიციატივით იქნა დაწესებული. ჩემს წარმოდგენაში ეს ორდენები უნდა მინიჭებოდათ ქართველ გმირებს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს თავისუფლების განმტკიცებაში და ასევე უცხოელ მოღვაწეებს, ისეთი როგორც მაგალითად, ჯონ მაკკეინი იყო ან კონდოლიზა რაისი. საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი - ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება!

დღეს კიდევ ღარიბაშვილმა თქვა, რომ თურმე ვარდების რევოლუციის შემდეგ ქართული ეკონომიკა საბოლოოდ გაპარტახდა.ესე იგი, მაშინ 4-ჯერ რომ გაიზარდა, ეს იყო გაპარტახება და ახლა ამათ დროს არამხოლოდ არ გაზრდილა, 6%-ით შემცირდა და ეს არის აყვავება? სასწრაფოდ, ამასაც მიეცით გაბახებული თავისუფლების "ორდენი"...!

ოღონდ, აბა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ვის უფრო მეტი ბანტი ეკუთვნის - ღარიბაშვილს თუ კობახიძეს", - წერს სააკაშვილი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმო-ს დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობა?

"გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 70%-ს სურს, რომ დავბრუნდე" - მიხეილ სააკაშვილი