ავტორი:

ტრაგედია წერეთლის გამზირზე - ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ტრაგედია წერეთლის გამზირზე - ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არის მსხვერპლი. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი.

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი ფოტო: "მთავარი"

ყვარელში ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ქობულეთში, სკოლის ორ მოსწავლესა და ცხრა პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მკვიდრი 69 წლის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს