"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. სავარაუდოდ, მალე დაიწყება ოპერაცია ნიკა მელიას დასაკავებლად. პარტიის თავმჯდომარე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან, აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან ერთად ოფისში იმყოფება.
ოფისში მყოფი აქტივისტები ფანჯრებიდან უყურებენ პოლიციის მობილიზებას და "შავლეგოს" მღერიან.
"მთავარის" ჟურნალისტის ინფორმაციით, ოფისთან სამართალდამცველების გარდა მობილიზებულია ტექნიკა, მათ შორის სამაშველო მანქანა კიბით, რომლითაც სავარაუდოდ, შენობაზე ავლენ სამართალდამცველები.