ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას "ფეიბუქზე" ეხმაურებიან:
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
"ამასობაში ესებუა რუსთაველზე სეირნობს...“
ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:
"რას აკეთებთ, ხალხო, რაზე მიდიხართ?! საქართველოს ხვრეტთ?!“
ზურა თვაური, ჟურნალისტი:
"მელიათი ცხოვრობს უკვე ერი, თავისი ეროვნული გმირის. ესეც ერის მხსნელის სიტყვაა, გმირკაცის:
"დღეს იქნება თუ ხვალ, თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები. გთხოვოთ, მათი გამოჩენისთანავე, ჩვენ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია".
თემურ ნანეიშვილი, მეცნიერი:
"ვინც ნიკა მელიას საქციელს ამართლებს და გრაალის მცველთა რიგებში ერთიანდება, პარლამენტს არ უნდა გაეკაროს, რადგან სასამართლოს განჩინების საწინააღმდეგო ქმედება კანონის უგულველყოფილებას ნიშნავს".
მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:
"და რა ქნეს ამით ვითომ? მაგარი ბიჭობა დაამტკიცეს?და ქვეყანაზე ფიქრობს ვინმე? ვინმე ფიქრობს იმაზე, რა პროცესები წავა ქვეყანაში?"
თენგიზ ფხალაძე, ანალიტიკოსი:"როგორც ამბობენ, ქართველებს დაგვიგვიანია, როცა ღმერთი მიწებს ანაწილებდა. ჭკუა რომ რიგდებოდა მაშინ სად ვიყავით?"
რატი ამაღლობელი, პოეტი:
"საქართველოს ანექსიის 100 წლისთავი, ბავშვობაში სულ მიკვირდა ქართველები როგორ შეეგუენ ამას თქო, ახლა ზუსტად ვხედავ როგორც..."
რამაზ გიგაური, ასტროლოგი:
"ვიცხოვრებთ ასე - ერთმანეთის სიძულვილში და ჭამაში... ტკბილად და ბედნიერად. ასე ავაშენებთ ქვეყანას... ზეგე!"
გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტი:
"აღარ არის ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხი. მასობრივი გამოსვლები, მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნები. მხოლოდ ეს უნდა იყოს თავისუფლების მოყვარული ხალხის პასუხი!!!"