ავტორი:

"ძალიან სევდიანი დღე საქართველოში... ჩვენ ყველანი გიყურებთ“ - როგორ ეხმიანებიან ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პოლიტიკოსები

"ძალიან სევდიანი დღე საქართველოში... ჩვენ ყველანი გიყურებთ“ - როგორ ეხმიანებიან ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პოლიტიკოსები

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელებში ეხმიანებიან ამერიკელი კინგრესმენი, ადამ კინზინგერი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი, ასევე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი.

როგორც "რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ადამ კინზინგერიTwitter-ში წერს, საქართველოს მთავრობის ნაბიჯი შემაშფოთებელია:

"ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებებს. ჩვენ ყველანი გიყურებთ“, - წერს კინზინგერი.

This is a very concerning move by the Govt of Georgia. Given the tense situation, I call on the Govt to stand down from this dramatic action. We are all watching. https://t.co/YoglwixFdk
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) February 23, 2021

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონიც:

“შოკირებული ვარ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. ახლა საქართველოს არ სჭირდება ძალადობა და ქაოსი თბილისში. მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში” - წერს კლეიტონი "ტვიტერში.“

Shocked by the scenes at UNM headquarters this morning. Violence and chaos in Tbilisi are the last thing Georgia needs right now. I urge all sides to act with restraint, now and in the coming days. @UKinGeorgia
— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) February 23, 2021

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი მცირე შეფასებით შემოიფარგლა - "ძალიან სევდიანი დღე საქართველოში“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება ასევე ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

„ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მოვუწოდებ ორივე მხარეს, მთავრობას და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება, ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში, რათა მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი“, - წერს რინკევიჩსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

დღის სამწუხარო დასაწყისი თბილისში, ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„საქართველოს მომავლისთვის ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები,“ - წერს დიპლომატი.

საქართველოში დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

„სამწუხაროა იმის დანახვა, თუ რა ხდება ამ დილით თბილისში. ძალადობა არ არის პოლიტიკური უთანხმოების მოგვარების გზა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქართველ მეგობრებს შეუძლიათ, თავიდან აიცილონ უფრო ღრმა კრიზისში ჩავარდნა. თავშეკავებამ და დემოკრატიის ერთგულებამ უნდა გაიმარჯვოს!“ - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება ასევე მაიკლ კარპენტერი.

„ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია დამშვიდება და განმუხტვა ჯერ კიდევ შეიძლება“ - წერს "დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის" მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი Twiter-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევაა" - ექსპერტი

რა წერილი გამოუგზავნა ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს?