ავტორი:

"შეძრწუნებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელი პირების რიტორიკით... ვწუხვართ, რომ ჩვენი მოწოდებები უგულებელყოფილი იყო" - აშშ-ის საელჩო

"შეძრწუნებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელი პირების რიტორიკით... ვწუხვართ, რომ ჩვენი მოწოდებები უგულებელყოფილი იყო" - აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად შეშფოთებულია მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პარტიის სათავო ოფისში დაკავების გამო.

აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით.

ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

ნიკა მელიას დაკავებას წინააღმდეგობას უწევდა პარტიის ოფისში შეკრებული ათეულობით მოქალაქე, რომელთა შორის როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იყვნენ. რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი მელიას მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას. ნიკა მელიას დაკავების გარდა, დარბეულია პარტიის ოფისი, მათ შორის არქივის, IT-ის ოთახები.

საქართველო "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესს არ შეაჩერებს - ეკატერინე ტიკარაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პოლიტიკური მსხვერპლი ვარ" - გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა