ავტორი:

"ძალადობა და ქაოსი თბილისში... პრემიერი გიორგი გახარია მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა" - რას წერენ უცხოურ მედიაში ნიკა მელიას დაკავებაზე

"ძალადობა და ქაოსი თბილისში... პრემიერი გიორგი გახარია მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა" - რას წერენ უცხოურ მედიაში ნიკა მელიას დაკავებაზე

"პრემიერი გიორგი გახარია მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა" - რას წერენ უცხოურ მედიაში ნიკა მელიას დაკავებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას უცხოური მედია აქტიურად აშუქებს. როგორც "დოიჩე ველე" წერს, მელიას დაკავება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს. "რეიდი ოპოზიციური პარტიის შტაბზე და დაკავებული ლიდერი", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

"ქართული პოლიცია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას პარტიულ ოფისში ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეიჭრა და ის დააკავა. ეს მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ნიკა მელიას ადანაშაულებენ 2019 წლის ივნისში, საპროტესტო აქციის დროს, ძალადობის წაქეზებაში.

მელია პარტიის შტაბიდან წაიყვანეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ასობით სპეცრაზმელი შევიდა ოფისში და მათ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი ოპოზიციის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომლებიც შენობაში იყვნენ დაბანაკებულნი. დაკავებულია ასევე ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერიც", - წერს "დოიჩე ველე."

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიციის ქმედებებმა გამოწვია ოპოზიციის აღშფოთება და ასევე ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გაფრთხილებები დასავლელი მოკავშირეებისგან. გამოცემას მოჰყავს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადება.

“შოკირებული ვარ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. ახლა საქართველოს არ სჭირდება ძალადობა და ქაოსი თბილისში. მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში.” - წერს კლეიტონი "ტვიტერში.“

გამოცემა აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას საქმემ საქართველოს პოლიტიკურად დაყოფა კიდევ უფრო გააღრმავა.

"გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური არეულობაა. მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათ უარი თქვეს საპარლამენტო ადგილების დაკავებაზე და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს", - ნათქვამია სტატიაში.

  • "საქართველოს პოლიციამ დააკავა ოპოზიციის ლიდერი და პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა“ - ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სტატიას france24.

გამოცემა წერს, რომ პოლიციამ ძალადობრივად დაარბია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, კიდევ უფრო გამწვავდა.

"ნიკა მელიას დაკავება პირდაპირ ეთერში იყო ნაჩვენები, ის პარტიის ოფისიდან გაიყვანეს“, - წერს გამოცემა და სტატიის ავტორი ამ კონტექსტში იხსენებს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას. ასევე ვკითხულობთ, რომ გახარიას გადადგომის მიზეზი მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა იყო და რომ მელიას დაკავების გეგმას ექსპრემიერი არ იზიარებდა.

france24 ასევე წერს, რომ ოპოციზია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, ხოლო შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კრიზისი მშვიდობიანი გზით გადაჭრას.

  • საქართველოში მიმდინარე პროცესებზე წერს სააგენტო Reuters-იც

სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის დაპატიმრების საკითხზე უთანხმოების გამო, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან რამდენიმე დღეში, ქართული პოლიცია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას პარტიის ოფისში შეიჭრა და დააკავა.

"ოპოზიციური პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 2019 წლის ივნისის ქუჩის საპროტესტო აქციის დროს ძალადობის წაქეზებაშია დადანაშაულებული, თუმცა ის ამ ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს,“- წერს სააგენტო.

Reuters-ის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია 18 თებერვალს გადადგა და განაცხადა, რომ მელიას დაკავება მიუღებელი იყო მისთვის, თუკი ეს ქვეყანაში პოლიტიკური უთანხმოების გაძლიერებას ხელს შეუწყობდა.

საბერძნეთი აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს

"სურთ რუსეთი დაასუსტონ და გარე კონტროლის ქვეშ მოაქციონ, როგორც ეს ზოგიერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში ხდება" - ვლადიმერ პუტინი

აშშ-ში ექვსფეხა ლეკვი დაიბადა - "ის ნამდვილი სასწაულია“