ავტორი:

"ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან... გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე" - სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

"ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან... გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე" - სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას დაკავებას და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ვიდეომიმართვით ეხმაურება.

მისი თქმით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ საქმე აქვს ბოროტ ძალასთან და მასთან ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი.

"საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულუბში არასდროს არ მომხდარა ის, რომ ასეთი სახით სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი.

მე მინდა გვესმოდეს, რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული "ნაციონალურ მოძრაობაზე", რატომ ებრძვის ყველაზე მეტად "ნაციონალურ მოძრაობას, რათა ეს პარტია გაანადგუროს და მისი ლიდერები. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვიღაცას აქვს ან არ აქვს სიმპათია, მელიას ან გვარამიას მიმართ. აქ სხვა რამეზეა.

ეს არის მთავარი ძალა, რომლის მთავარი ამოცანა არის საქართველოს და ქართველი ერის დახსნა სიღარიბისა და მონობის უღელისგან, რომელიშც შეყვანა ივანიშვილმა. ეს არის ძალა, რომელმაც შეძლო წარმატებული გამოცდილების შექმნა და ბრძოლის გაგრძელება მიუხედავად ამდენი წლის რეპრესიებისა.

ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს უბედურების და სიღატაკის მძიმე ხვედრისგან. ისინი ამას გააგრძელებენ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე" - განაცხადა სააკაშვილმა.

"საქართველო და ევროკავშირი დიდებული წყვილია!" - რა ფოტოებით გამოხატა ევროპარლამენტარმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 4 ადამიანი დააკავეს