ავტორი:

"ჭყლეტვაში და გაზის გამო, ცუდად გავხდი, თვალები პოლიციის მანქანაში გავახილე" - რას წერენ გია ბარამიძე და ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში

"ჭყლეტვაში და გაზის გამო, ცუდად გავხდი, თვალები პოლიციის მანქანაში გავახილე" - რას წერენ გია ბარამიძე და ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების დროს პარტიის ოფისში სხვა ლიდერებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ოფისიდან გამოიყვანეს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე "ფეისბუქში" წერს, ის ჭყელტვაში მოჰყვა და გაზის გამო ცუდად გახდა:

"ენმ ოფისის შტურმისას ჭყლეტვაში და გაზის გამო, ცუდად გავხდი, თვალები პოლიციის მანქანაში გავახილე, შსს-ს შუშის შენობაში სასწრაფომ დახმარება აღმომიჩინა, გამიფორმეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დაკავება, ბორკილებიც დამადეს, მაგრამ 1 საათში ხელწერილით გამომიშვეს.

მოვბრუნდი ჩვენს ოფისში. ალბათ, დღეს საღამოსკენ (ან ხვალ) იქნება ჩემი და ჩვენი ოფისის შტურმისას სხვა დაკავებულების სასამართლო პროცესი. ყველას დიდი მადლობა მოკითხვისათვის და შეწუხებისათვის! ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება გავრილოვების რეჟიმის დასრულებამდე", - წერს ბარამიძე.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია კი წერს, რომ შენობიდან ის ძალით გაიყვანეს:

"შენობიდან ძალით გაყვანის დროს სადღაც 6 პოლიციელს მივყავდი და ერთი სპეცრაზმელი ნიღბით ცინიკურად მეუბნება შენ 4 შვილი ხო თუ ხუთი? და ქეჩოთი მივყავარ. სირცხვილია", - წერს ხოშტარია.

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს პრეზიდენტი გამოეხმაურა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა!" - მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება