ავტორი:

"ყოველთვის მზად ვარ პროტესტში მონაწილეობისთვის, მაგრამ 2 პატარა მყავს, ახლაც სულ ეკლებზე ვარ..." - რას აცხადებს აქციაზე მყოფი მაკა ჩიჩუა

"ყოველთვის მზად ვარ პროტესტში მონაწილეობისთვის, მაგრამ 2 პატარა მყავს, ახლაც სულ ეკლებზე ვარ..." - რას აცხადებს აქციაზე მყოფი მაკა ჩიჩუა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

„ნიკა მელიაზე კი არა, საქართველოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, ნიკა მელიაც საქართველოს ნაწილია, ჩვენი თანამოქალაქე და მებრძოლი ადამიანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ წინა რიგებში იბრძოლოს. მე როგორც საქართველოს ერთმა მოქალაქემ, შემიძლია ვთქვა, რომ საგანგაშოა მდგომარეობა, ჩემი აზრით, ძალიან უკან ვიწევთ. იმის მაგივრად, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავმსხდარიყავით, ჩვენი ქვეყნის ბედი ცივილურად გაგვერჩია და შევთანხმებულიყავით რაღაცაზე, ასეთი ძალმომრეობით და სიუხეშით მოვიქეცით, ასე სად მივდივართ, მე არ ვიცი. 30 წელია სად დავდივართ საერთოდ? დღეს არის კულმინაცია. ყველა უნდა გამოვიდეს, ვისაც უნდა, რომ თავისი შვილების მომავალი ცოტა მეტად უკეთესი იყოს. მე ყოველთვის მზად ვარ პროტესტში მონაწილეობისთვის, მაგრამ 2 პატარა მყავს, ახლაც სულ ეკლებზე ვარ, იმიტომ, რომ დამტოვებელი არ მყავს, ჩემი და გიორგის დედები უკვე ხანში შესულები არიან... როგორც შევძლებ, ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩემი ხალხი დგას“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.